მეორე საფეხური
» სხვადასხვა (მუსიკა)

სხვადასხვა (მუსიკა)

ადამიანები ლაპარაკის დროს სიტყვებს წარმოთქვამენ. სიტყვები ბგერებისგან შედგება. თუ ჩვენ ამ ბგერების ჩაწერას მოვინდომებთ, ასოები უნდა ვისწავლოთ. ქართულში ყველა ბგერას თავისი შესაბამისი ასო აქვს. მაგალითად, როცა ვწერთ სიტყვას მზე, მისი წარმოთქმისას გვესმის სამი ბგერა: მ ზ ე. ქართულში რაც გვესმის, ის ბგერაა, ხოლო რასაც ვამბობთ ან ვწერთ, - ასო. მუსიკაც ასეა: ისიც ბგერებისგან შედგება, მუსიკაში ბგერები ჰანგს ანუ მელოდიას ქმნის. მუსიკალური ბგერების ჩასაწერად ადამიანმა ნოტები გამოიგონა. მუსიკალური ბგერები ხმითაც შეგვიძლია გადმოვცეთ და საკრავებითაც. ხალხური მუსიკა უხსოვარ დროშია შექმნილი. თანდათანობით ადამიანებმა საკრავებიც გამოიგონეს. საქართველოში ძველთაგანვე ბევრნაირი საკრავი არსებობდა: სალამური, გუდასტვირი, ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭიანური, დოლი, დიპლიპიტო, დაირა...

ვინც მუსიკას ქმნის, კომპოზიტორი ჰქვია. კომპოზიტორები წერენ მუსიკას ერთი ან რამდენიმე საკრავისთვის, ასევე წერენ სიმღერებს.

მუსიკოსების ჯგუფს, რომლებიც სხვადასხვა საკრავზე უკრავენ, ორკესტრი ეწოდება. ორკესტრს დირიჟორი ხელმძღვანელობს, რომელიც მათ ნიშანს აძლევს, რომ დაკვრა საჭირო დროს დაიწყონ ან დაამთავრონ. შედეგად საკრავების ხმა შეწყობილად ჟღერს.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: