მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (უდაბნო)

პლანეტა დედამიწა (უდაბნო)

უდაბნო დედამიწის ყველაზე მშრალი და ცხელი ადგილია. სიცოცხლე იქ ძალზე იშვიათია. უდაბნოში შეხვდებით აქლემების ქარავანს. აქლემს დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. როცა საჭმელი არა აქვს, იგი კუზებში დაგროვილი ცხიმით იკვებება.

არსებობს ორი სახის უდაბნო: ქვიანი და ქვიშიანი. ქვიშიან უდაბნოში ქარი ქვიშას ბორცვებად  აგროვებს. 

აქ ძალზე იშვიათად წვიმს და წვიმას, ჩვეულებრივ, ქარიშხალი და წყალდიდობა ახლავს. პერუს ერთ უდაბნოში ოთხასი წელია წვიმა არ მოსულა.

წყლიან ადგილს უდაბნოში ოაზისი ჰქვია.  აქ მარცვლეული მოჰყავთ და ფინიკის პალმებს აშენებენ. ქალაქი ხშირად ოაზისების გარშემო შენდება.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: