მეორე საფეხური
» სხვადასხვა (შეგრძნებები)

სხვადასხვა (შეგრძნებები)

ჩვენ ხუთი შეგრძნება გვაქვს: ყნოსვა, სმენა, გემო, მხედველობა და შეხება. მათგან მოტანილ ცნობებს ტვინი აგროვებს და გვამცნობს, თუ რა ემართება სხეულს. 

ცხვირი გრძნობს სურნელს, მეხსიერება კი გვეუბნება: „ეს ნამცხვარია“.

როცა ყურით ვისმენთ ბგერებს, მეხსიერება ამბობს: „ეს მუსიკაა“.

ენა სასმელს სინჯავს, მეხსიერება კი ამბობს: „რძეა“.

თვალები უყურებს საათს, მეხსიერება კი ამბობს: „რვის ნახევარია“.

თითებით შევიგრძნობთ საგნებს, მეხსიერება კი ხვდება, თუ ვის ან რას ეხება ხელი.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: