მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (მზე)

პლანეტა დედამიწა (მზე)

მზე ვარსკვლავია. ის გავარვარებული ვეება ბურთია, რომელიც დიდ სინათლესა და სითბოს ასხივებს, ამას ჩვენ მზის ნათებას ვეძახით. მზე იმხელაა, რომ დედამიწის ზომის მილიონობით პლანეტას დაიტევდა. მზე, ერთი შეხედვით, თითქოს იწვის, მაგრამ სინამდვილეში გულივით გამუდმებით ფეთქდება.

სინათლისა და სითბოს გარდა მზე უჩინარ ნაწილაკებსაც გამოსტყორცნის. ამას მზის ქარი ჰქვია. როცა მზის ქარი დედამიწას ჩრდილოეთით და სამხრეთით ჩაუვლის, ჰაერს მშვენიერ წითელ, ლურჯ, მწვანე და იისფერ ფერებად ანათებს.

მზის ქარისგან დედამიწაზე ჩრდილოეთის ნათება, ჩრდილოეთის ციალი წარმოიქმნება. მზის ზედაპირზე ზოგჯერ თეთრი ადგილები ჩნდება, რომლებსაც ჩირაღდნები ჰქვია. ჩირაღდნებში ტემპერატურა მზის სხვა ადგილებთან შედარებით გაცილებით მაღალია.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: