მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (რატომ ქრის ქარი?)

პლანეტა დედამიწა (რატომ ქრის ქარი?)

რატომ ქრის ქარი?

თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ცივი კი მის ადგილს იკავებს. ჰაერის ამგვარი მონაცვლეობა ქარს წარმოშობს.

არსებობს ქარები, რომლებიც გამუდმებით ქრიან დედამიწის გარშემო.

ქარს, რომელსაც ხეების ამოძირკვა და შენობების დანგრევაც კი შეუძლია, საშინელ ქარიშხალს ანუ გრიგალს ვუწოდებთ.

გრიგალისგან განსხვავებით ტორნადო ანუ ქარბორბალა უფრო მცირე სიძლიერის ქარია, მაგრამ ძალზე ჩქარი და არანაკლებ სახიფათო. მასაც ყველაფრის დანგრევა შეუძლია, რაც გზაზე დახვდება. ზღვის ზედაპირზე ტორნადო ხშირად წყლის ძალიან მაღალ მბრუნავ სვეტებს წარმოშობს. მათ ძველად ზღვის ურჩხულებად მიიჩნევდნენ ხოლმე.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: