მეორე საფეხური
» ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #5)

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #5)

ტყის შუაგულში, სადაც უხვად ატანდა მზის სხივები, ერთი პატარა ნაძვი იზრდებოდა.

პატარა ხეს ერთი სული ჰქონდა, გაზრდილიყო. ამიტომ ყოველ დილით, როცა მზე ჩამოხედავდა ხოლმე, აყელყელავდებოდა და ტოტებს მისკენ გაიშვერდა.

ერთ დღეს პატარა ნაძვს სხვა მაღალი ხეების კენწეროებზე შემომსხდარი ჩიტების გალობა შემოესმა და ხმამაღლა ინატრა:

- ნეტავი მეც იმ ხეებივით მაღალი და ღონიერი ვიყო. მაშინ ხომ ჩემს ტოტებშიც დაიბუდებდნენ ჩიტები და ახალგაზრდა ხეები აღტაცებით ამომხედავდნენ.

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი