მეორე საფეხური
» ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #1)

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #1)

მეორე დღეს უფლისწული სხვა სამეფოს ეწვია. იქაურ მეფის ასულს ლაპარაკი არ უჭირდა. ის კი არა, იმდენს ლაპარაკობდა, რომ უფლისწულმა სიტყვა ვერ ჩაურთო.

დატოვა უფლისწულმა ის სამეფოც და განაგრძო ძებნა. გზადაგზა გაიცნო მოჯირითე მეფის ასული, ქნარზე დამკვრელი მეფის ასული, ჭკუის კოლოფი და ტკბილად მომღერალი მეფის ასული, მაგრამ, ბევრი ცდის მიუხედავად, სათავისოს ვერავის მიაგნო და შინ გაწბილებული დაბრუნდა.

- ნამდვილი მეფის ასული ვერსად ვიპოვე და ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვიო, - დაღონებით შესჩივლა მშობლებს.

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი