მეორე საფეხური
» ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ცხელი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მეფის ასული ღრმა, კამკამა ტბორის მახლობლად მდგარი ხეების ჩრდილს შეჰფარებოდა.

სასახლეში სადილად ალბათ უკვე ელოდნენ, მაგრამ მეფის ასული დიდად არ ჩქარობდა. სულაც არ ეხალისებოდა ამ პაპანაქებაში ჩახუთულ სასახლეში ჯდომა, ამიტომ ასევ ტბორის პირას გაჰყავდა დრო. აი, ზანტად ააგდო ჰაერში ოქროს ბურთი. ბურთი მზეზე აციმციმდა და მეფის ასულს თვალი მოსჭრა. მეფის ასულმა მის დასაჭერად ხელები გაიშვირა, მაგრამ ბურთი გაუსხლტა და წყალში მოიღო ტყაპანი.

მეფის ასული საწყლად უყურებდა, როგორ ჩაიძირა მისი ოქროს ბურთი ღრმა ტბორში.

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები