მეორე საფეხური
» ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

პირითოვლისა და პირივარდისა მუდამ მოუთმენლად ელოდნენ დათვის მოსვლას. თაფლაკვერებით უმასპინძლდებოდნენ, ბალანზე ეფერებოდნენ და დახუჭობანას ეთამაშებოდნენ. დათვი ზურგზე შეისხამდა და ისე დაასეირნებდა დებს, ხოლო როცა გოგოები ბეწვში მეტისმეტად ჩაეჭიდებოდნენ, ხუმრობით შესძახებდა ხოლმე:

ვაი, ვუი, როგორ მტკივა,

ნუკი გამბრდღვნით, ცოტა ნელა!

გავიდა დრო. გაზაფხულდა. თოვლი გადნა და ტყე ენძელების ხალიჩით მოირთო. 

ერთ მშვენიერ დღეს დათვმა გოგონებს უთხრა:

- ახლა კი დაზამთრებამდე უნდა გამოგემშვიდობოთ.

- რატომ? - ეწყინა პირითოვლისას, - ხომ არ გაწყენინეთ?

- არა, ჩემო კარგებო, - ალერსიანად მიუგო დათვმა, - მივდივარ, რომ ტყეში ჩემს განძს ვუდარაჯო.

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები