მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #14)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #14)

თავადმა დიდი სიფრთხილით გადაიტანა სახლში ოქროს თასში მოთავსებული ვაშლი და თავის ოთახში დადგა. შემდეგ მიუტანა ყველაფერი, რაც დასაბანად და თმის დასავარცხნად იყო საჭირო და ვაშლთან ერთად ოთახში ჩაიკეტა.

მშვენიერი ასული ყოველ დილას გადმოდიოდა ვაშლიდან, პირს იბანდა და თმას ივარცხნიდა. თავადი კი უმზერდა და მისი ცქერით ტკბებოდა. ამის მეტს გოგონა არაფერს აკეთებდა: არც ჭამდა, არც სვამდა და არც ლაპარაკობდა, მხოლოდ პირს იბანდა, თმას ივარცხნიდა და კვლავ ვაშლში ბრუნდებოდა.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური