მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

მეფე ძმებს თავისი საგანძურისკენ გაუძღვა. აღფრთოვანებული ძმები თვალს ვერ სწყვეტდნენ იქაურობას. უზარმაზარი დარბაზის კედლებზე უძვირფასესი სამკაულები ეკიდა, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი ამშვენებდა მაგიდებს, ძვირფასი ქვები ბზინავდა, მარგალიტები ბრწყინავდა, თვალს იტაცებდა ენით აღუწერელ ფერთა სიუხვე.

უფროსმა ძმამ მაშინვე მოჰკრა თვალი ერთ-ერთ მარგალიტს, რომელიც სიკაშკაშით მთელ ოთახს ჰფენდა ნათელს. საგანძურის თვალიერებისას უმცროსმა ძმამაც შენიშნა ელვარე მარგალიტი და მეფე-დრაკონის მშვენიერი ასულის გახსენებაზე გული შეეკუმშა, მაგრამ მარგალიტის აღება არ შეეძლო, რადგან ვერ დაარღვევდა სოფლის საბრალო მოსახლეობისთვის აღთქმულ დანაპირებს.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური