მეორე საფეხური
» საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #6)

საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #6)

როცა ზამთარი მოახლოვდება, მუშა ფუტკრებისათვის დასვენების დრო დგება. თუ ზამთარი ძალიან ცივი არ არის, სკაში თბილი ჰაერი ტრიალებს და ფუტკრები იკვებებიან ზაფხულში შენახული თაფლით. ამ დროს რომ დაუკაკუნოთ, შიგნიდან მაშინვე გუგუნს გაიგონებთ. მაგრამ თუ ზამთარი ძალიან ცივია, ფუტკრები გაფიჩხებულნი, ერთმანეთზედ შეკუნწლულნი და ფეხებგადახლართულნი არიან, თითქოს  სიკვდილის შემდეგაც არ უნდათ ერთმანეთთან დაშორებაო. მარტის დამდეგისათვის ფუტკრები იღვიძებენ  და იკვებებიან საზამთრო თაფლით, ვიდრე ზაფხული დადგებოდეს.

 

საბავშვო ლიტერატურის საგანძური

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი