მეორე საფეხური
» საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #7)

საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #7)

წიწილები თანდათან იზრდებიან, ტანი და ჭკუაც ემატებათ. ისეთი უვიცები აღარ არიან, როგორიც იყვნენ წინათ; ბევრი რამე ისწავლეს, შეიგნეს, მაგრამ ზრუნვა მაინც ესაჭიროებათ, და დედაც მთელს თავისს დროს მათ ახმარს. იგი ყოველთვის წინ მიუძღვის და უხმობს, უკან მომყევითო. როცა შეამჩნევს, რომ ზოგნი უკან დარჩნენ, მაშინვე შეჩერდება და იმათ მოახლოვებას უცდის, ხან უძახის: ფეხი ააჩქარეთო, - რასაკვირველია, ქათმურად. როცა შეატყობს, რომ წიწილები დაიღალნენ, მყუდრო ადგილას გაჩერდება, გაფხორავს ფრთებს და წიწილებს მოუხმობს.

საბავშვო ლიტერატურის საგანძური

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი