მეორე საფეხური
» ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #3)

ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #3)

ციხელმა თხრობა განაგრძო:

- ,,ეჰ, რაც არის, არის! ეს ფრთა მაინც შევინახო-მეთქი, - ვიფიქრე.

დავჯექი. სული მოვიბრუნე. მაღლა ვიყავი ძალიან. ძაფით ცაში ჩამოკიდებული მეგონა ჩემი თავი. მომაგონდა მიტოვებული ცხვრები, სახლი და გამოვწიე შინისაკენ. გამწარებული ხელში კაკბის ფრთას ვატრიალებდი.

როგორც კი დაბნელდა, ფრთამ სინათლე გამოსცა! აენთო, როგორც ჩირაღდანი. არც იწვებოდა და არც მწვავდა. სიხარულით ცას ვეწიე. უსწორმასწორო გზებზე, როგორც დღისით-მზისით, ისე მივდიოდი...

ეს ფრთაც შინა მაქვს შენახული, სანთლად იმას ვხმარობ.

ნამდვილი და მოგონილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე