მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #12)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #12)

მარიამი იჯდა და ღიმილით უსმენდა შვილს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი იყო, მაგრამ სიღარიბესა და გასაჭირს უდროოდ დაებერებინა: თმაში თეთრი გარეოდა, სახე დანაოჭებოდა, მაგრამ კეთილი, მოსიყვარულე გული კი ვერ წაერთმია სიღარიბეს და ამიტომ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა. იმის შავი, დიდრონი თვალები მუდამ სიხარულით და სიყვარულით იყო აღსავსე და ყველას ამ გულკეთილობისათვის უყვარდა მარიამი. პაწია დათიკოს ხომ დედა ყველაფერს ერჩივნა ქვეყანაზე.

სადილი გაათავეს. მარიამმა ჭურჭელი აალაგა და სამზარეულოში გაიტანა დასარეცხად. მათემ გაიარ-გამოიარა ოთახში და, რადგანაც დაღლილობას გრძნობდა, დასასვენებლად ტახტზე მიწვა. დათიკო კი კნუტს ეთამაშებოდა.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე