მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

დევიკო სულ პატარა ბიჭია. როდესაც ჰკითხავთ, რამდენი წლის ხარო, გაშლის მარცხენა ხელს და მარჯვენით დაითვლის:

-ერთი, ორი, სამი, ოთხი - და გაჩუმდება.

ხომ გაიგეთ, რომ დევიკო ოთხი წლის ყოფილა და ოთხი წლის ბიჭი ხომ უნდა დადიოდეს საბავშვო ბაღში?

დევიკოც დადის.

დილით გაიღვიძებს თუ არა, დედა ჩააცმევს, აკოცებს და ეუბნება:

- აბა, დევიკო, დალიე რძე და გაიქეცი საბავშვო ბაღში.

- დედიკო, დღეს მე ჩემს კარგ, დიდ ბურთს წავიღებ საბავშვო ბაღში, შენ რომ მიყიდე გუშინ, ნელიკოს და თენგიზს ვაჩვენებ. მერე მოვიტან, ჰოო, დედიკო? მე ისე მიყვარს ჩემი ბურთი, - და დევიკომ აკოცა წითელ და ლურჯლოყებიან ბურთს.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე