მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #3)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #3)

ზოოპარკში ერთი ძალიან წყნარი და მშვიდი ორანგუტანი ბინადრობდა. ონავარი ბიჭები ხშირად ცდილობდნენ მის გაბრაზებას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ორანგუტანი დამთვალიერებლებს ზურგს შეაქცევდა ხოლმე, ისე იჯდა გალიის კუთხეში. ზოოპარკში მისი მშვიდი ხასიათი ყველამ იცოდა, ამიტომ როცა მომვლელი ქალი გალიის დასალაგებლად შიგ შედიოდა, კარს არც კი კეტავდა.

მომვლელმა არც იმ დღეს უღალატა ჩვევას, გალიაში შესვლისას კარი ღია დატოვა. ორანგუტანმა მოულოდნელად მკვირცხლად ისკუპა, გალიიდან გავარდა და შენობაში სირბილი დაიწყო.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი