მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

საღამოს საძინებლის წინ კაი სკამზე აცოცდა და სამზირში გაიხედა. მაღლიდან ფიფქები ცვიოდა. ერთი, ყველაზე დიდი, ზანდუკის კიდეზე დაეცა და დარჩა. თანდათან გაიზარდა და ქალწულს დაემსგავსა. მშვენიერი კაბა ეცვა, ქათქათა, გამჭვირვალე, მილიონი ვარსკვლავის მსგავსი ფანტელისგან ლამაზად გამოყვანილი. ნაზი და დიდებული სამოსი იყო, ოღონდ თეთრი, თვალისმომჭრელი ყინულისა. სამაგიეროდ, ქალწული ცოცხალი იყო. თვალები მოციმციმე ვარსკვლავებს მიუგავდა; მაგრამ ამ თვალებში სითბო და სიმშვიდე არ იგრძნობოდა. სარკმელთან დაიხარა, ბიჭს ხელი დაუქნია. ყმაწვილს შეეშინდა, სკამიდან გადმოხტა. მოეჩვენა, თითქოს ფანჯრის წინ დიდმა ფრინველმა ჩაიქროლა.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი