მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #11)

მოთხრობები (ნაწყვეტი #11)

ღუმელს შეუკეთეს, სველი ფეხსაცმელი გაიხადეს, წინდები გამოიცვალეს.

ზვარეში გაფიცხებულმა შეშამ ტკაცატკუცი დაიწყო, ოთახი გამხიარულდა. დედამ ტაფით შემწვარი ხორცი დადგა. სუფრას მოუსხდნენ, დაუტრიალდნენ, პური გატეხეს და, როცა თითო ჭიქა საფერავის წვენიც დააყოლეს, სადღაციდან შეუმჩნევლად მობრუნდა სიყვარული და ბიჭების პატარა გულები სასიამოვნოდ გაათბო.

უყვარდათ დედა, უყვარდათ ერთმანეთი და ის მეტყევე, რომელმაც ისე ლაზათიანად გამოისტუმრა. უყვარდათ ის ტყე და ის გზაც, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინათ თითქმის ცრემლები მოაწურინეს თვალებიდან.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი