მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #10)

მოთხრობები (ნაწყვეტი #10)

დილდილაობით, მზე რომ ამოსვლას დააპირებს, ამ სიბნელიდან ნისლივით მსუბუქი პატარა მოხუცი გამოდის. ხელში გრძელტარიანი ანკესი უჭირავს, ცუკცუკით გაივლის ტბის შამბიან ნაპირზე გადებულ ფიცარნაგს და იმ ფიცარნაგის წვერზე ფეხმორთხმული ჯდება.

ტბა აქ  უამრავი ფერებითა და წვრილი თევზებით არის სავსე.

მოხუცი გაუნძრევლად ზის, გაუნძრევლად უჭირავს ანკესის ტარიც, მხოლოდ წითელი ტივტივა თახთახებს და თრთის. და როცა ტივტივა ჩაიძირება ღრმად, ღრმად, მოხუცი შეშფოთებით ამოსწევს ანკესის დამძიმებულ ტარს და მზეზე აბრჭყვიალებულ თევზს კატის თათივით სწრაფად მოძრავი ხელით იჭერს ჰაერში.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი