მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

ერთ წელიწადს კი დიდი ზამთარი დადგა. თოვდა და თოვდა. თოვლმა დაფარა ყველაფერი. მთაში მგლები დაიმშნენ, ითმინეს, ითმინეს და ბოლოს სამგლე ველში შეგროვდნენ. ჩაცურდნენ აეგრე წრედ და დაიწყეს თათბირი - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, ასე შიმშილით ხომ არ უნდა ამოვწყდეთო. სოფელში ჩასვლისა ეშინოდათ. სოფელში დიდსა და პატარას თოფი ჰქონდა. თოფმა მეხივით ხმა და ცხელი ტყვია იცის. ცხელი ტყვია კი, ეს თქვენც გეცოდინებათ, პატარებო, თქვენი ცერის სიმსხო ცხელი ტყვია, ლომსაც წააქცევს და სპილოსაც. დაეჯახება და წააქცევს. აბა, მგელს რას უზამს, თუკი დაეჯახება!

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი