მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

სანამ გოგონა მაღლა იყურებოდა და ციყვების თამაშს ადევნებდა თვალს, ციცინათელების მთელი გუნდი მოფრინდა და მის ირგვლივ დაიწყეს ფრენა. ზოგმა მეტიც გაბედა. ისინი გოგონას აქეთ-იქით გაპრეხილ ნაწნავებზე დაასხდნენ მწკრივად, მძივივით ლამაზად და, წარმოიდგინეთ, რა სანახავი იქნებოდა! ირგვლივ ციცინათელების მთელი გუნდი უვლის და ყოველი ციცინათელა თავის წრეს ხაზავს, ნაწნავებზედაც ციცინათელები გამწკრივდებიან, ფართოდგახელილი თვალები სიხარულით უბრწყინავს და გრძელი, წვრილი მკლავები თითქოს ასაფრენად აქვს გაშლილი...

ღამეს თვითონვე მოსწონს თავისი საქციელი, კეთილად ეღიმება და კიდევ უფრო ლამაზი რამის გამოგონებას ცდილობს.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი