მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #15)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #15)

იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა სამი საცოლო ვაჟი. სამივეს მეზობელი ხელმწიფის მზეთუნახავი უყვარდა, მაგრამ მის სიყვარულს  ერთმენეთს არ უმხელდნენ. თითოეულს ეგონა, მარტო თვითონ უყვარდა მზეთუნახავი და მისი ცოლად მოყვანა უნდოდა. ვაჟები მამას ეუბნებოდნენ, უკვე დრო არის, ცოლები შეგვრთოო.

მამამ სამივეს ათას-ათასი თუმანი მისცა და უთხრა:

- შვილებო, ეგ ფული როგორც გინდათ, ისე მოიხმარეთ. წადით სამ-სამი თვით, საითაც თქვენი ნება იყოს და რომ დაბრუნდებით, ცოლებს მაშინ შეგრთავთო.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები