მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

მამა ელოდა, ელოდა და, ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ აღარ დაუხვდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალი ყველაფერს მიხვდა, მაშინვე წამოხტა და გარეთ გავარდა. ერთი წყეული ტახი ჰყავდა და ის დაადევნა.

მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებდალესილი ღორი. უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს:

- რაღას ელი, მეგობარო, სიკვდილი ფეხდაფეხ მოგვდევს, გადაღვარე წყალიო.

გადაღვარა წყალი ბიჭმა, გაჩნდა საშინელი ზღვა.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები