მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

მელია შევარდა ფარაში და დაიწყო კუდის ქნევა. ბატკნები დაფრთხნენ და გაიშალნენ. გახარებულმა მელიამ წამოიყვანა თავისი ბეკეკა, გაუკეთა პატარა სახლი და ჰყავდა იმაში.

ძალიან უყვარდა ბატკანი, პირით უზიდავდა ბალახს, საღამოს შინ რომ მივიდოდა, ეთამაშებოდა და თვითონაც ხალისობდა.

ერთ დღეს დათვმა შენიშნა, მელიას ბეკეკა ჰყავდა და იფიქრა, როგორმე უნდა შევჭამოო.

როცა მელია შინ ბრუნდებოდა ხოლმე, შეუყოფდა თათს კარის ღრიჭოში ბატკანს და დაუძახებდა:

ბეკო, ბეკო, ბეო,

კარი გამიღეო,

პირით ბალახი მომაქვს,

ძუძუებით - რძეო.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები