მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #23)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #23)

ორთქმავალი თვალს არ მიჰფარებოდა, რომ ჩვენს მოგზაურებს უცნაური ხმა შემოესმათ - ჭრაჭ-ჭრაჭ! ჭრაჭ-ჭრაჭ!  თან თავს რაღაც ვეება ჩრდილი წამოადგა.

შესაზარი კი არაფერი მომხდარა. თურმე ნუ იტყვით, ფოსტალიონი წამოსდგომოდათ, ამ ფოსტალიონს ჭრაჭუნა ფეხსაცმელებს, ანუ, უფრო მოკლედ, ჭრაჭუს ეძახდნენ და იმოდენა ფოსტალიონი მეორე არ იყო დედამიწის ზურგზე. ვისაც კი მოულოდნელად წაადგებოდა, ყველა გულგახეთქილი ყვიროდა: „მიშველეთ! გოლიათი!“

ჭრაჭუ მართლაც გოლიათი იყო, მაგრამ გული ძალიან კეთლი ჰქონდა, არავის შეშინება არ უნდოდა, ამიტომ იყიდა ჭრაჭუნა ფეხსაცმელები, შორიდანვე გაიგებენ, მე რომ მივდივარ, და აღარ შეეშინდებათო.

 

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი