მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #11)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #11)

მურმა ახლა მშობლები და ორი ბავშვი დაინახა. ბავშვები მშობლებს ტუქსავდნენ:

- გაჩვენებთ ცელქობას თქვენ! შინ მივალთ თუ არა, მაშინვე გაიხდით და დაწვებით! ვახშმის გემოს ვერ ნახავთ.

- მეტს აღარ ვიზამთ! მეტს აღარ ვიზამთ! - ფშლუკუნებდნენ მშობლები.

უკვე დაღამდა და ცაზე მთვარისა და ვარსკვლავების მაგივრად მზემ გამოანათა.

„კი მაგრამ, ახლა ხომ ღამეა“, - გაიფიქრა მურმა, - ღამით მთვარე და  ვარსკვლავები უნდა ანათებდნენ. რა შუაშია მზე?!“

- აბა, წადი ახლავე! - უთხრა მურმა მზეს.

- არ წავალ! - მიუგო მზემ, - ამქვეყნად ყველაფერი ყირამალაა, მეც ღამით უნდა ვანათო, დღისით კიდევ ვითამაშებ.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი