მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

მელია გაბრაზდა. წაჰკრა ფეხი დიდ მორს და თქვა:

- თქვენ ეი, ყურგრძელებო! ჩქარა შეუკეთეთ ეს მორი ცეცხლსო!

დაიწყეს ბაჭიებმა მორის გარშემო ხტუნვა. ბევრი იხვნეშეს და ივაგლახეს, მაგრამ ვერა და ვერ ასწიეს. სწორედ ამ დროს ღობეზე ჩიტი ამღერდა. და, აი, რა სიმღერა იმღერა:

„მომისმინეთ, იცოდეთ, როგორ მიაქვთ მორები:

უნდა აწონ-დაწონოთ ჭკუითა და გონებით.

ააგორეთ, წაიღეთ ასე, გორებ-გორებით!“

ის იყო, მიაგორეს მორი ცეცხლთან, რომ მათი მამაც მოცუნცულდა. ჩიტი გაფრინდა. მელამ კი დაინახა, რომ არაფერი გამოუვიდა.

 

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი