მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #6)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #6)

მზემ აქეთ ეძება, იქით ეძება. ყველგან ჩაიხედა. ყველა კუთხე მოჩხრიკა და ის ბნელი ლაქა ვერ იპოვა.

ანათა ერთ დღეს, ანათა მეორე დღეს, სულ იმ პატარა სიბნელეს ეძებდა, თავი გადაიკლა და მაინც ვერ იპოვა. ვერც იპოვიდა, რადგან სიბნელე სად იყო დამალული, იცით? კიბის ქვეშ, საკუჭნაოში.

- რა მყუდროებაა, - გაიფიქრა სიბნელემ, - მოდი, აქ დავრჩები სამუდამოდ.

ასეც მოიქცა.

აი, ამიტომაა, რომ კიბეების ქვეშ, საკუჭნაოში, ყოველთვის ბნელა.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი