მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #4)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #4)

ერთხელ სიბნელე მთვარეს ხუჭულაობას ეთამაშებოდა. ის ხან სახლების უკან იმალებოდა, ხან საკვამლე მილების უკან იჯდა, სანამ მთვარე ჩუმ-ჩუმად არ წამოეპარებოდა და არ დაინახავდა, ხან კიდევ აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ ქუჩაში მოსეირნე ძაღლს ან კატას ამოფარებოდა.

უნდა ითქვას, რომ სიბნელე ძალიან მოხერხებულად ემალებოდა მთვარეს.

მაგრამ ამოვიდა მზე და ყველაფერი შეიცვალა.

- ვნახოთ ახლა, - თქვა მთვარემ, - ვნახოთ ახლა მზეს სადღა დაემალები.

- სადა და სკოლაში მიმავალ ბავშვებს ამოვეფარები, - მიუგო სიბნელემ, - მათი ჩრდილი გავხდები.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი