მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

მივიდნენ დევის სახლში. დევი სანადიროდ წავიდა ტყეში, იქამდე კი ცომი მოზილა, გააკეთა უშველებელი ხმიადი და ვეება კეცით შედო ბუხარში, თან ნაცარქექიას დაუბარა:

- ყური უგდე, არ დაიწვასო.

ხმიადს ერთი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, გადავაბრუნებო. დაუწყო საკეცით წვალება, ამ წვალებაში კეცი გადმობრუნდა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. ბევრს ეწვალა, მაგრამ ქვემოდან ვერ გამოძვრა.

მოვიდა დევი და ნაცარქექია ამ ყოფაში რომ ნახა, ჰკითხა:

- კაცო, ეგ რა გიქნიაო?

- მუცელი ამტკივდა ძალიან და თბილი კეცი დავიდე, ეგება, როგორმე ტკივილმა გამიაროს-მეთქი. ახლა კარგადა ვარ, მოდი ამაცალეო.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები