რესურსის გამოყენების პირობები
ლოგიკმეტრის საგანმანათლებლო პორტალის წევრი ეთანხმება რესურსის გამოყენების მოცემულ პირობებს
___________________________________________________________
1. კომპანიის შესახებ
1.1. კომპანია ლოგიკმეტრი (შემდგომში კომპანია) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია საქართველოში წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებისათვის შესაბამისი განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლება, მოტივაციის, ხალისისა და ენთუზიაზმის შეტანა სწავლისა და ცოდნის შემოწმების პროცესში.
1.2. ამ მიზნით, კომპანიის მიერ შექმნილია საგანმანათლებლო პორტალი, როელიც განთავსებულია ელექტრონულად შემდეგ ვებ–გვერდზე www.logicmeter.com.
1.3. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ვებ-გვერდზე www.logicmeter.com განთავსებული სერვისებით სარგებლობას იმავე საიტზე გამოქვეყნებული კომპანიის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
2. წევრობა
2.1. ლოგიკმეტრის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია და შეიძინოს მისთვის სასურველ რესურსზე წვდომის უფლება.
2.2. რეგისტრაციას გადის მომხმარებელი (ბავშვის მშობელი, მზრუნველი ან სხვა პირი.), რომელიც არეგისტრირებს ერთ ან რამოდენიმე წევრს. ლოგიკმეტრის მომხმარებელი შეიძლება იყოს ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი, ხოლო ლოგიკმეტრის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ფიზიკური პირი.
2.3. გაწევრიანება ხდება ვებ-გვერდზე www.logicmeter.com რეგისტრაციის ბმულზე შესაბამისი ფორმის შევსებით, ხოლო რესურსზე წვდომის უფლებას მომხმარებელი იძენს, რეგისტრაციის შემდგომ, წევრის მიერ შესაბამისი რესურსით სარგებლობისთვის კომპანიის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
2.4. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და მიუთითოს მომხმარებლის სახელი (user name) და პაროლი (password). გაწევრიანების შემდეგ თითოეულ წევრს ენიჭება წევრობის ნომერი რომელსაც მომხმარებელი მიიღებს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და რომელსაც იგი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს კომპანიასთან კომუნიკაციის დროს ან გადახდის განხორციელებისას.
2.5. რეგისტრაციისას მომხმარებელი (მშობელი/მზურნველი/პედაგოგი და ან სხვა პირი) უთითებს იმ პირის (მოსწავლის/მოსწავლეების) მონაცემებს, რომლებმაც უნდა გამოიყენონ რესურსი და რომელიც ხდება ლოგიკმეტრის წევრი.
2.6. რეგიტრაციის დროს მომხმარებელი პასუხისმგებლია კომპანიისთვის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
2.7. თითოეული მომხმარებელი რეგისტრირდება მხოლოდ ერთხელ. რეგისტრაცია სხვისი მონაცემებით აკრძალულია.
2.8. კომპანიას უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ განსაჯოს რეგისტრაციის დროს მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, სიზუსტე და საფუძვლიანობა. რეგისტრაციის დროს მიწოდებული არაზუსტი, არასწორი და არასრული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიას უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მომხმარებელი, წევრი ან გაუუქმოს რეგისტრაცია და შეუწყვიტოს შესაბამის რესურსებზე წვდომის უფლება.
2.9. ლოგიკმეტრის რესურსით სარგებლობა შეუძლია წევრს იმის შესაბამისად თუ რომელი რესურსით სარგებლობის უფლება შეიძინა მომხმარებელმა და რა ვადით.
2.10. რესურსებით სარგებლობის საზღაური დგინდება კომპანიის მიერ და შეიძლება შეიცვლოს ნებისმიერ დროს კომპანიის მიერ ერთპიროვნულად, რაც ავტომატურად იქნება ასახული კომპანიის ვებ-გვერდზე.
2.11. თუ მომხმარებელს შეძენილი აქვს რესურსით სარგებლობა გარკვეული ვადით საფასურის ოდენობის ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პერიოდზე და გავრცელდება მხოლოდ მის შემდგომ პერიოდზე.
2.12.საწევროს გადახდა ხდება ელექტრონულად პლასტიკური ბარათის გამოყენებით, ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ბანკის შესაბამისი ველების შევსებით. კომპანიამ შესაძლოა დაადგინოს საფასურის გადახდის სხვა საშუალებები რაც აისახება წინამდებარე პირობებში და/ან გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე.
2.13. მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი რესურსით სარგებლობის უფლება შეიძინოს ერთი თვით, ექვსი თვით ან ერთი წლით. რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდით შეიძენს მომხმარებელი რესურსით სარგებლობის უფლებას, მით უფრო ნაკლები საფასურის გადახდა მოუწევს თვეზე გადაანგარიშებით.
2.14. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გადაწყვეტს წევრობის შეწყვეტას, გამოუყენებელ პერიოდზე გადახდილი საწევრო შეენახება ბალანსზე.
3. კონფიდენციალობა
3.1. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ მომხმარებლის სახელი, პაროლი და წევრობის ნომერი არის საიდუმლო.
3.2. მომხმარებელმა უნდა დაიცვას სარეგისტრაციო და სხვა მონაცემების კონფიდენციალობა, არ გაანდოს ის მესამე პირს და არ დაუშვას მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენება ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისებით სარგებლობის ან/და სხვა მიზნით. პაროლის საიდუმლოობაზე და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თავად მომხმარებელს. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მისი სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებით ჩადენილ ყველანაირ ქმედებებზე. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია უსაფრთხოდ ინახება კომპანიასთან და რჩება კონფიდენციალური, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გადაცემას.
3.3. ვებ-გვერდმა შესაძლოა გამოიყენოს ე.წ. cookies იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ვებ-გვერდის გამოყენება და დაეხმაროს ვებ-გვერდს ფუნქციონირებაში. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ვებ-გვერდზე შემოსვლისას გაქვთ თუ არა ავტორიზაცია გავლილი. ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ანალიზისთვის, მაგალითად იმისთვის: რათა დავადგინოთ პორტალით სარგებლობის დროს მომხმარებლისთვის წარმოქმნილი შეფერხება.
3.4. ბრაუზერების უმეტესობაში გათვალსწინებულია cookies ავტომატურად შენახვა. მიუხედავად აღნიშნულისა თუ თქვენ გადაწყვეტთ კომპიუტერის ისტორიიდან მათ წაშლას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პორტალზე გარკვეული ფუქნციები შესაძლოა აღარ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი.
4. ლოგიკმეტრის რესურსი და შესაბამისი სტანდარტები
4.1. ლოგიკმეტრის რესურსი მოიცავს მათემატიკისა და წიგნიერების მიმართულებებს.
4.2. რესურსი დაყოფილია საფეხურების, თემებისა და უნარების მიხედვით, იწყება სკოლამდელით და გრძელდება თანმიმდევრობით საფეხურების შესაბამისად.
4.3. ტესტებისა და ამოცანების შედგენისას მათემატიკოსთა ჯგუფი იყენებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, ლოგიკმეტრის რესურსი მაქსიმალურად ფარავს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს.
4.4. გარდა ეროვნული სასწავლო გეგმისა ლოგიკმეტრის მათემატიკოსთა ჯგუფი ასევე იყენებს აშშ-ს სტანდარტებს (common core standards), იმ მიზნით, რომ რესურსი ახლოს იყოს საერთაშორისო მოთხოვნებთან.
4.5. ამ წესებზე თანხმობის მიცემით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ლოგიკმეტრის რესურსი მოიცავს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას, ასევე აშშ-ს სტანდარტებზე დაყრდნობით მომზადებულ ამოცანებს, შესაბამისი სირთულის, პირობის დასმისა და ლექსიკის გათვალისწინებით და მისაღებია მისთვის.
4.6. კომპანია ყველას აძლევს საშუალებას, რომ გაწევრიანების გარეშე ამომწურავად დაათვალიეროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ყოველდღიურად ამოხსნას შეზღუდული რაოდენობის ამოცანები და ტესტები, კარგად გაერკვეს რესურსის პირობებში და შემდგომ მიიღოს რეგისტრაციის გადაწყვეტილება. რეგისტრაციის შემდეგ ჩაითვლება, რომ მომხმარებელი დეტალურად იცნობს რესურსის მასალას, სისტემას, მუშაობის პრინციპებს, მისაღებია მისთვის და ეთანხმება მათ.
4.7. გამომდინარე იქედან, რომ გაწევრიანების შემდეგ მომხმარებელს ეხსნება წვდომა მის მიერ შეძენილი რესურსის (მათემატიკის ან/და წიგნიერების) ყველა საფეხურზე, თემასა თუ უნარზე, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი, რომ წევრის მიერ რესურსის გამოყენება ხდება შესაბამისი საფეხურის მიხედვით.
4.8. კომპანია არ არის პასუხისმგებელი რესურსის გამოყენების შედეგებზე.
5. ანგარიშები
5.1. ლოგიკმეტრის მომხმარებელს ყოველკვირეულად ეგზავნება ანგარიშები კონკრეტული კვირის განმავლობაში წევრის მიერ რესურსის გამოყენების შესახებ.
5.2. ანგარიში იგზავნება მათემატიკისა და წიგნიერებისთვის ცალ-ცალკე.
5.3. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას იმის შესხებ თუ წევრმა მოცემულ პერიოდში რა დრო დაჰყო სისტემაში, რომელი საფეხურის, თემისა თუ უნარების რამდენ ამოცანასა და ტესტს გასცა პასუხი. მათ შორის ნაჩვენები იქნება სწორი და არასწორი პასუხებიც.
5.4. მეთოდოლოგიურად მათემატიკისა და წიგნიერების შეფასება და შესაბამისად ანგარიშებიც განსხვავებულია, რომელთა დეტალური აღწერა განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდის შესაბამის ბმულზე, რომელსაც გაცნობილია მომხმარებელი.
5.5. პროგრესის შესახებ დეტალური ანალიზისთვის კომპანია თითოეული მომხმარებლის გვერდზე ქმნის ანგარიშების ველს, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს სტატისტიკა შედეგების შესახებ.
5.6. ანგარიშები განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლისთვის და კომპანია იცავს მათ კონფიდენციალობას. მომხმარებელს თავად შეუძლია გააზიაროს ანგარიშები, სერთიფიკატები თუ სხვა წახალისებები, რასაც წევრი შედეგების მიხედვით მიიღებს კომპანიისგან.
6. წახალისებები
6.1. ლოგიკმეტრი თითოეული წევრისთვის ქმნის შესაძლებლობას, რომ წახალისდეს, მიიღოს სერტიფიკატები და სხვადასხვა ჯილდოები რესურსით სარგებლობის დროს მიღწეული შედეგების შესაბამისად.
6.2. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ერთპიროვნულად განსაზღვროს წახალისების საშუალებები და ასევე მისცეს მომხმარებელს მექანიზმი თავად დააწესოს წევრისთვის წამახალისებელი საშუალება/ები ვეგ-გვერდის მეშვეობით.
6.3. კომპანიის მიერ წახალისების მიზნით შექმნილი ნებისმიერ საშუალება (სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა) ემსახურება მხოლოდ წევრისთვის მოტივაციის გაზრდას და რაიმე სხვა დანიშნულება, მათ შორის სამართლებრივი, არ გააჩნია.
6.4. ნებისმიერი წახალისების ფორმა შესაძლებელია გასაჯაროვდეს მომხმარებლის მიერ. აღნიშნული არ უქმნის კომპანიას რაიმე სახის დამატებით ვალდებულებებს.
6.5. წახალისების ფორმების, პირობების, წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე და შესაძლოა შეიცვალოს პერიოდულად, რაც ავტომატურად აისახება საიტზე და მომხმარებელი იღებს ვალდებულებას სისტემატიურად გაეცნოს ვებ-გვერზე განახლებულ ინფორმაციას.
7. ლოგიკმეტრის უფლებები
7.1. ლოგიკმეტრში რეგისტრაციით, მომხმარებელი თანახმაა გამოიყენოს კომპანიამ მისი და წევრების პირადი მონაცემები და რეგისტრაციის დროს მიწოდებული სხვა ინფორმაცია, სერვისების გაუმჯობესების მიზნით ან/და სხვადასხვა სტატისტიკისა თუ მარკეტინგული მიზნებისთვის.
7.2. ლოგიკმეტრი ადასტურებს, რომ ამგვარი მიზნებისთვის მომხმარებლისა და წევრის პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემას არ მოხდება მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
7.3. ტექნიკური ხარვეზების შესწორების, სერვისების გაუმჯობესების, რესურსის გაუმჯობესების, ახალი ინფორმაციის განთავსებისა ან/და კომპანიისგან დამოუკიდებელი ფაქტორების (პროვიადერის, ინტერნეტის მიწოდების ხარისხის და სხვა) მიზეზით ლოგიკმეტრის ვებ-გვერდის ფუნქციონირება შესაძლოა პერიოდულად დროებით შეიზღუდოს, რაც არ წარმოშობს მომხმარებლის ან/და სხვა პირის მიმართ კომპანიის რაიმე სახის პასუხისმგებლობას.
8. ლოგიკმეტრზე ქცევის ნორმები
8.1. ვებ-გვერდის და მასზე შემოთავაზებული სერვისების გამოყენების დროს, მომხმარებელი და მომხმარებლის მეთვალყურეობით ლოგიკმეტრის წევრი ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა დადგენილი წესები და ეთიკური ნორმებით. სხვა მომხმარებლებისა და წევრების კანონიერ ინტერესებს.
8.2. ლოგიკმეტრის მომხმარებელს აკრძალული აქვს, გამოიყენოს, შეინახოს, გამოაქვეყნოს, გააგზავნოს, გაავრცელოს ან გადასცეს, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, მუქარის შემცველი, მავნე, დისკრიმინაციული ინფორმაცია. ასევე ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს;
8.3. ლოგიკმეტრის მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას რომ ის არ ჩაიდენს არანაირ ქმედებას, რომელიც შელახავს წევრის, სხვა მომხმარებლის, კომპანიისა თუ ნებისმიერი სხვა პირის უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებას, საავტორო ან საპატენტო უფლებებს, ასევე საწარმოო, სავაჭრო საიდუმლოებებს, უფლებებს სავაჭრო მარკასთან დაკავშირებით და ასევე არ შელახავს სხვების პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობას.
8.4. ვკომპანიას უფლება აქვს ლოგიკმეტრის მომხმარებელს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუზღუდოს ვებ-გვერდზე რაიმე ქმედების განხორციელება ან განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდოს ან გაუუქმოს რეგისტრაცია, ვებ-გვერდზე შესვლის და მასზე განთავსებული რესურსების გამოყენება, თუკი ამას ჩათვლის საჭიროდ.
9. ცვლილებები ვებ–გვერდზე
9.1. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ვეგ-გვერდზე განთავსებული რესურსითა და სერვისებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე პირობებისა და ვეგ-ვერდზე პერიოდულად გამოქვეყნებული წესების და პირობების დაცვით, რომელთა გამოყენებისა და სარგებლობის უფლების შეძენაც დაიშვება მხოლოდ ასეთი პირობებისა და წესების დეტალური გაცნობისა და მათზე თანხმობის გაცემის შემდეგ.
9.2 ყველა მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება კომპანიის ვებ-გვერდზე და გახდება პორტალის წევრი, თანახმაა შეასრულოს წინამდებარე პირობები, და დროდადრო მასში შეტანილი ცვლილებები და კომპანიის მიერ დროდადრო დადგენილი რესურსითა და სხვადასხვა მომსახურებებით სარგებლობის წესები.
9.3. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ერთპიროვნულად პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში და რესურსით სარგებლობის წესებში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში როდესაც წევრის მიერ ხორციელდება რაიმე ქმედება მათ შორის რესურსებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობა, მომხმარებელი აღნიშნული ქმედებით ადასტურებს, რომ თანახმაა და იღებს ვალდებულებას შეასრულოს პირობებისა და ვებ-გვერდზე დადგენილი წესების მიმდინარე ვერსიებით გათვალისწინებული პირობები, აგრეთვე დროდადრო მათში შეტანილი ყველა სახის ცვლილება.
9.4. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ პირობებსა და/ან წესებში შესული ცვლილებების შეტყობის მიზნით პერიოდულად, თუმცა არანაკლებ თვეში ერთხელ გაეცნობა წინამდებარე პირობებისა და რესურსებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობის წესების მიმდინარე ვერსიებს.
9.5. კომპანიას უფლება აქვს შეცვალოს ვებ-გვერდი, ისევე როგორც მასზე განთავსებული ინფორმაცია და სერვისები, მისი მასშტაბი, შინაარსი, ფუნქციები და ნებისმიერი მონაცემი. ასევე უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ვებ-გვერდის ფუნქციონირება, მისი წევრებისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
9.6. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შესწორება შეიტანოს სარგებლობის წესებში ნებისმიერ დროს. სარგებლობის წესებში შეტანილი შესწორება ძალაში შედის ვებ-გვერდზე მათი გამოქვეყნების მომენტიდან. თუკი მომხმარებელი სარგებლობს ვებ-გვერდით და მასზე შემოთავაზებული მომსახურებებით ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ითვლება, რომ იგი ეთანხმება ყველა შესწორებას თუ ცვლილებას. თუკი მომხმარებელი არ ეთანხმება შეტანილ შესწორებასა თუ ცვლილებას, ის კარგავს სერვისებით სარგებლობის უფლებას და უნდა გააუქმოს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია.
10. საავტორო უფლებები
10.1. ყველა საავტორო უფლება დაცულია.
10.2 დაუშვებელია ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების მონაცემის რეპროდუცირება, გამოყენება, გავრცელება, გადაცემა ან მასზე ლიცენზიის გაცემა, კომპანიისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე.
11. კანონმდებლობა
11.1. კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
11.2. კომპანიასა და მომხმარებელს შორის რაიმე გაუგებრობის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან შეთანხმდენენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავები განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
________________________________________________________________________________________________________________________
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229