ლოგიკმეტრი
ლოგიკმეტრის მისია მომავალი თაობების განათლების მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მოზარდებს წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებაში ადრეული ასაკიდან.
___________________________________________________________
ლოგიკმეტრი ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ დაფუძნდა. ყველაზე დიდი დრო გუნდის წევრების შერჩევას დავუთმეთ. თითოეული ჩვენგანი მოტივირებული და მონდომებულია, რომ მომავალ თაობებს უმაღლესი სტანდარტების საგანმანათლებლო რესურსი მოუმზადოს. - რესურსი, რომელიც იქნება ინოვაციური, სახალისო, ტექნოლოგიურად შთამბეჭდავი და კონკრეტული უნარების განვითარებისაკენ მიმართული. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მოზარდი თაობის წინაშე და ჩვენი მხრიდან დიდ სულისკვეთებას მოითხოვს. გუნდი მოიცავს მათემატიკოსების, წიგნიერებაზე მომუშავე ექსპერტების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებისა და ილუსტრატორთა ჯგუფებს. ასევე, ფინანსური და საოპერაციო მართვის რგოლებს. სტრუქტურული დივერსიფიკაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფუნქციების მქონე ადამიანებს საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. ესენია:
გუნდურობა და გახსნილობა
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს შემოქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და გუნდის ერთიანი სულისკვეთება აუცილებელია მაღალი დონის შედეგების მისაღწევად. ამიტომ, ვაკეთებთ ყველაფერს ინდივიდუალური და გუნდური ინტერესების ჰარმონიზებისთვის, ყოველთვის ვრჩებით გახსნილი განსხვავებული აზრის მოსმენისა და გათვალისწინებისთვის.
დეტალებზე ორიენტირება
ასი ათასობით ამოცანისა და ტესტის მომზადება შრომატევადი საქმეა, მოითხოვს ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის ისეთ შერწყმას, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გადაცდომები. ვაკვირდებით პროცესების თითოეულ დეტალს და გვინდა, რომ შედეგებით კმაყოფილი პირველ რიგში, ჩვენი გუნდი იყოს.
დაფასება და ნდობა
ადამიანი არ არის მექანიკური მოწყობილობა. გუნდის წევრს შესაძლოა რაიმე შეეშალოს. ეს არ არის გადაულახავი პრობლემა - ვსაუბრობთ ღიად, ვენდობით ერთმანეთს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა
ჩვენ თავისუფალი ადამიანების გუნდი ვართ და ერთად მუშაობა ჩვენივე თავისუფალი არჩევანია. ამასთანავე, საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რომ ერთმანეთს იმედები არ გავუცრუოთ და ბევრი ადამიანის მოლოდინი დროულად გავამართლოთ.
მომავლის ხედვა
ჩვენი ადამიანური ამბიციაა - ახალი სიტყვა ვთქვათ განათლების სფეროში. მიუხედავად ახალი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებისა, ყველაფერი ადამიანების მიერ ასევე ადამიანებისთვის იქმნება. ლოგიკმეტრი მნიშვნელოვანი სოციალური მისიის მატარებელი კომპანიაა. ჩატარებული დიდი სამუშაოს მიუხედავად, ვიცით, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს შევქმნით.
ჩვენი კორპორაციული ღირებულებები გვეხმარება, რომ:
ყოველთვის შევინარჩუნოთ გუნდურობა.
შევქმნათ გახსნილი და მეგობრული ურთიერთობები.
გვქონდეს სახალისო და ღია ატმოსფერო შრომისთვის.
კომპანიის წარმატებით ისარგებლოს ჩვენმა გუნდმა და საზოგადოებამ.
________________________________________________________________________________________________________________________
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229