პარტნიორები
დარწმუნებულნი ვართ, რომ ლოგიკმეტრის რესურსის შექმნა ბევრად რთული ამოცანა იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ყველანი მოტივირებულნი ვართ, რომ ჩვენი ეფექტური კომუნიკაციით საქმე დროულად და ხარისხიანად ვაკეთოთ.
___________________________________________________________
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (ნაეკი) ლოგიკმეტრის მთავარი პარტნიორია. ნაეკის მათემატიკოსთა ჯგუფი ლოგიკმეტრის რესურსის საბაზისო ამოცანების ექსპერტიზას ატარებს. თანამშრომლობა გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი, რაც გულისხმობს უნარების მიხედვით დიდი რაოდენობის ამოცანებისა და ტესტების მომზადებას, დამუშავებას და კორექტურას. ჩვენი გუნდი მიღებულ რეკომენდაციებს დიდ ყურადღებას უთმობს. მიუხედავად მჭიდრო თანამშრომლობისა, რესურსის შესახებ სრულ უფლებას და პასუხისმგებლობას ლოგიკმეტრი ატარებს.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ლოგიკმეტრსა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, წიგნიერების გუნდს ცნობილი ლიტერატურულ ნაწარმოებების გამოყენების უფლება მიეცა. პორტალზე არსებული ტესტებისა და დავალებების მომზადება კონკრეტული თემების მიხედვით ნაწარმოებებიდან ამოღებული ნაწყვეტების გამოყენებით ხდება. ჩვენი ერთობლივი მიზანია მოზარდებს ავუმაღლოთ ლიტერატურის, მთლიანობაში კი, წიგნიერების მიმართ ინტერესი, შევუქმნათ კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულება და პარალელურად გავუუმჯობესოთ საჭირო უნარები.
ავტორები და მთარგმნელები
გარდა გამომცემლობისა, ლოგიკმეტრი თანამშრომლობს არაერთ მთრაგმნელთან და ავტორთან, რომელთა ნაშრომების გამოყენებით ჩვენი პორტალი უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და მოზარდებისთვის მიმზიდველი ხდება.
________________________________________________________________________________________________________________________
ლოგიკმეტრი გახსნილი ორგანიზაციაა და დიდ ყურადღებას უთმობს პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან არსებულ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ყველასთვის ხელსაყრელი უნდა იყოს და რაც მთავარია ემსახურებოდეს მოზარდი თაობის განათლების ხელშეწყობის საერთო მიზანს.
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229