როგორ მუშაობს
პორტალზე რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით ცენტრს: 0322 200 229
მათემატიკური რესურსი დაყოფილია საფეხურების, თემებისა და უნარების მიხედვით, რადგან საიტის ვიზიტორს გაუადვილდეს მისთვის საინტერესო ამოცანების მოძებნა. წიგნიერების რესურსიც დაყოფილია საფეხურებისა და თემების მიხედვით, რომლის მიზანია უკვე ტექსტებთან მუშაობის უნარების გაუმჯობესება. საიტზე შესვლისას ირჩევთ რომელი საფეხურის, რომელი თემის, რომელ უნარში გსურთ მუშაობა.
ნაბიჯები ლოგიკმეტრზე:
სანამ გაწევრიანდებით, ჯერ გაეცანით ვებ გვერდს, როგორც ქვედა მენიუს ბმულებს, ასევე მათემატიკისა და წიგნიერების ტესტებსა და ამოცანებს.
|
გაეცანით წევრობის პირობებს და მიიღეთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ.
|
ბავშვის ასაკი შეადარეთ ვებ გვერდზე უკვე გახსნილი საფეხურების ასაკობრივ ჯგუფებს, როგორც მათემატიკაში, ისე წიგნიერებაში.
|
გადადით რეგისტრაციის გვერდზე და აირჩიეთ წევრობის პერიოდი, მონიშნეთ მათემატიკა და/ან წიგნიერება და დააკვირდით დაანგარიშებულ საფასურს.
|
შეიყვანეთ თქვენი და ბავშვის (ან ბავშვების) მონაცემები და გადადით გადახდის გვერდზე.
|
VISA და MASTERCARD ბარათების მეშვეობით ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებზე (Express Pay) გადაიხადეთ წევრობის საფასური.
|
სურვილის შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი ფოტოები და თვალი გადაავლეთ თქვენს პროფილს.
|
________________________________________________________________________________________________________________________
ყველა ამ ნაბიჯის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ შეუზღუდავად ისარგებლოთ რესურსით, რომ დაეხმაროთ ბავშვებს უნარების განვითარებაში და საინტერესო მეთოდოლოგიით დააკვირდეთ პროგრესს.
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229