მათემატიკური აზროვნება
მათემატიკური აზროვნება არ გულისხმობს მხოლოდ ამოცანების ამოხსნის, განტოლებების გამოყვანის და გამოცდების ჩაბარების უნარს. მათემატიკური აზროვნება ბევრად მეტია ვიდრე არითმეტიკული ტესტების, გეომეტრიის, ტრიგონომეტრიისა თუ ალგებრის ცოდნა. ის გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას სწორად შეაფასოს ცხოვრებისეული გამოწვევები და ნაკლები შეცდომები დაუშვას გადაწყვეტილებების მიღების დროს.
მათემატიკური აზროვნება ბავშვებს ეხმარებათ რომ გაიუმჯობესონ შემდეგი უნარები:
მათემატიკური აზროვნება აფართოებს ფიქრის არეალს, წარმოსახვის უნარს და აყალიბებს პიროვნებას, რომელიც მზად იქნება ჰიპერკონკურენტულ გარემოში ეფექტური მუშაობისთვის. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება მათემატიკური აზროვნება, იქნება პედაგოგი, ექიმი, მეცნიერი, ინჟინერი, არქიტექტორი, ეკონომისტი, იურისტი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, კანონმდებელი, სპორტსმენი, თუ ხელოვანი. ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სწორი შეფასებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამიტომაც, ლოგიკმეტრი განკუთვნილია ყველასთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას ან სპეციალობას აირჩევს მომავალში ბავშვი. პროგრამა იწყება საბავშვო ბაღის ამოცანებით და რთულდება საფუხურების შესაბამისად.
თითეული ამოცანისა თუ ტესტის შედგენა სპეციალური მეთოდოლოგიით ხდება, რომელიც იქმნება ჩვენი მათემატიკოსთა და წიგნიერების ექსპერტთა ჯგუფების მიერ. ჩვენი ერთიანი გუნდი მუდმივად აგრძელებს ახალი საფეხურებისა და უნარების დამატებას, რომ რესურსი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს. ამიტომაც, ყოველთვის უნდა ელოდოთ სასიამოვნო და საინტერესო სიახლეებს. მათემატიკა ⇒
________________________________________________________________________________________________________________________
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229