ანგარიშები
ყოველკვირეული ანგარიშები და სტატისტიკა ლოგიკმეტრის რესურსის მნიშვნელოვანი მხარეა. ანგარიშებზე დაყრდნობით, მშობლები მოახერხებენ უფრო სწორად დაგეგმონ მოზარდთა განათლების პროცესი, დაინახონ თუ რომელი უნარი უფრო მეტად უადვილდება ბავშვს და სად ესაჭიროება გაუმჯობესება.
___________________________________________________________
სტატისტიკის გვერდის საჩვენებელი ფორმატი:
მათემატიკა
მათემატიკის შესაბამის საფეხურზე დაგხვდებათ თემების მიხედვით დაყოფილი უნარები, რომლებიც დაფუძნებულია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასა და აშშ-ს სტანდარტებზე (სტანდარტები ⇒). საბავშვო ბაღის ამოცანებით დაწყებული რესურსი რთულდება საფეხურების მიხედვით და მოიცავს რიცხვებზე მოქმედებებს, თვლას, მიმატება-გამოკლებას, გამრავლება-გაყოფას, ლოგიკას, კანონზომიერებებს, გეომეტრიას, ალგებრას, ფუნქციებს, ტრიგონომეტრიას და სხვა თემებს.
ამგვარად დაჯგუფებულ თემებში უამრავი უნარია, რომელთა მიხედვითაც მოზარდი იწყებს მუშაობას. თითოეულ უნარში მუშაობის მიზანია დაგროვდეს 100 ქულა და გამწვანდეს 5 ვაშლი. მწვანე ვაშლები პროფილზე არსებულ ერთიან კალათაში განთავსდება და გამოყენებული იქნება მოზარდის მოტივაციის ამაღლებისა და მუშაობის სტიმულირებისთვის. რამდენი ქულაც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს დაგროვებული კონკრეტულ უნარში, შეუძლია შეწყვიტოს მუშაობა, მოგვიანებით დაუბრუნდეს და იმავე ქულიდან გააგრძელოს ამოცანების ამოხსნა. პროფილი პროგრესს შეინახავს და მოზარდს ნამუშევარი არ დაეკარგება.
ანგარიში: ყოველი კვირის დასაწყისში მშობელი ან მეურვე მიიღებს დეტალურ ანგარიშს, სადაც აისახება თუ რა დრო დახარჯა გასული ერთი კვირის განმავლობაში მოზარდმა, რომელი საფეხურის, რომელი თემის, რომელ უნარში იმუშავა. ანგარიშში ასახული იქნება სწორი და არასწორი პასუხების შეფარდება ამ კატეგორიების მიხედვით.
სტატისტიკა: დეტალური ინფორმაციის ნახვის მიზნით მშობელს ან მეურვეს შესაძლებლობა ექნება მოზარდის პროფილში ეწვიოს სტატისტიკის გვერდს და ნახოს მისთვის საინტერესო მონაცემები. შესაბამისი უნარის მონიშვნისა და პერიოდის არჩევის შედეგად სისტემა გამოიტანს დროში გამოსახულ დინამიკას და გრაფიკულ ინფორმაციას.
წიგნიერება
წიგნიერების შესაბამის საფეხურზე იხილავთ თემების მიხედვით განაწილებულ ტექსტებს, რომლებიც ამოღებულია ყველასათვის ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. ასევე ნახავთ შემეცნებით ტექსტებსაც, რომლებიც რესურსში შეტანილია მოზარდთა ზოგადი განათლების გაუმჯობესების მიზნით. ნაწარმოებებიდან ამოღებული თითოეული ნაწყვეტი შედგება 100-200 სიტყვისგან. ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ იხილავთ ღილაკს „ტესტის დაწყება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი იწყებს წაკითხულ ტექსტზე აგებულ დავალებებზე პასუხების გაცემას. ეს დავალებები კი შემდეგი უნარების მიხედვით იყოფა:
გლობალური გაგება - გაცნობითი კითხვა: მოზარდმა რამდენად გაიაზრა ტექსტის მთავარი შინაარსი, პირველი კითხვა როგორც წესი ილუსტრირებულია
დეტალური გაგება - შესწავლითი კითხვა: მოზარდმა უნდა შეძლოს ტექსტის გაგება ყველა დეტალის ჩათვლით.
ექსტრატექსტუალური ცოდნა - ამ უნარის შეკითხვაზე პასუხი ტექსტიდან ანმოძიებას. კონტექსტიდან არ ჩანს, მაგრამ მოცემული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვმა მიზანშეწონილია იცოდეს
ლექსიკა: აქტივობები ყველა იმ ლექსიკური ერთეულის შესახებ, რომლებიც დამუშავდა წინა შეკითხვებში; წინადადებაში. გამოტოვებული ადგილის შევსება და ა.შ.
ენის გამოყენება: ფონეტიკა, ფონოლოგია, გრამატიკა, მართლწერა. ენის გამოყენების აღნიშნული ასპექტებიდან ეტაპობრივად შემოდის დავალებები, რაც რთულდება საფეხურების შესაბამისად.
თითოეულ ტექსტს ახლავს 10 ან 20 დავალება. 10 დავალებიანი ტექსტები ძირითადად მეორე საფეხურის ჩათვლით შეგხვხვდება. ამათგან თითოეულ უნარზე ნაწილდება 2 ან 3 დავალება. ყველაზე მეტი კითხვა დეტალური გაგების უნარზე მოდის, რადგან ტექსტებში ყველაზე მნიშვნელოვანი უამრავი დეტალის დამახსოვრება და ერთმანეთთან დაკავშირებაა.
დავალებებზე პასუხების გაცემისას ხდება დროის ანგარიში, ქულების დაგროვება და ვაშლების გამწვანება. წიგნიერების პროგრესის დათვლა მათემატიკისგან განსხვავებულია. თითოეული სწორი პასუხი 10 ან 5 ქულას იძლევა, რაც ვაშლის გამწვანების პროპორციულია. ეს დამოკიდებულია დავალებების რადენობაზე.
ანგარიში: თქვენი მოზარდის მიერ წიგნიერების რესურსის გამოყენების შესახებ ყოველკვირეულ ანგარიშს ელექტრონული ფოსტით მიიღებთ. ანგარიშში შევა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ბავშვის საქმიანობას ასახავს. ანუ, აუცილებელია მოზარდმა წაიკითხოს ტექსტი (ნაწყვეტი), დააჭიროს ღილაკს ტესტის დაწყება და ტექსტთან დაკავშირებულ დავალებებს გასცეს პასუხი. მხოლოდ ამის შემდგომ აისახება კვირის ანგარიშში ეს კონკრეტული ნაწყვეტი. ანგარიშში მითითებული იქნება რომელი საფეხურის, რომელი ნაწყვეტი წაიკითხა ბავშვმა და შესაბამის დავალებებს როგორი პასუხები გასცა. მათ შორის დაინახავთ სწორი და არასწორი პასუხების განაწილებას ზემოთხსენებული უნარების მიხედვით და მუშაობაზე დახარჯულ დროს.
სტატისტიკა: დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მშობელი ან პედაგოგი ეწვიოს მოზარდის პროფილზე სტატისტიკის გვერდს და მოიძიოს მისთვის საინტერესო მონაცემები. განსხვავებით ყოველი ნაწყვეტის შესახებ ანგარიშისგან, სტატისტიკის გვერდზე შესაძლებელია თითოეული უნარის მიხედვით მოზარდის მიღწევების გაცნობა. წიგნიერების ექვსივე უნარი გამჭოლი პრინციპით მოქმედებს. მაგალითად, თითოეული ნაწყვეტისთვის „გლობალური გაგების“ დავალებებზე გაცემული პასუხები ჯამდება და წარმოაჩენს მოზარდის წარმატებას ამ კონკრეტული უნარის მიხედვით. შესაძლებელია მოინიშნოს კონკრეტული პერიოდი, მაგალითად ერთი კვარტალი და მშობელმა ან მეურვემ იხილოს მთლიანი პერიოდის განმავლობაში არსებული დინამიკა უნარების მიხედვით.
________________________________________________________________________________________________________________________
ყოველკვირეული ანგარიშები განათლების პროცესის კონტროლის გაუმჯობესების, ხოლო დეტალური სტატისტიკა კი მიღწეული შედეგების ანალიზისა და შემდგომი პროცესის დაგეგმვის საშუალებას შეგიქმნით.
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229