ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ჩვენი სერვისების შესახებ.
___________________________________________________________
რა არის ლოგიკმეტრი და ვისთვის არის განკუთვნილი?
ლოგიკმეტრი საგანმანათლებლო ვებ რესურსია, რომელიც მოიცავს მათემატიკისა და წიგნიერების მიმართულებებს. რესურსის ასაკობრივი ჯგუფი იწყება სკოლამდელი საფეხურით (4 წელი) და იზრდება საფეხურების მიხედვით უმაღლესი სასწავლებლის ასაკამდე (18 წელი). რესურსი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ასევე იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებსაც. (ინფორმაცია ვრცლად სტანდარტების შესახებ ⇒ სტანდარტები)
როგორ ხდება წვდომა რესურსზე?
ლოგიკმეტრის პორტალი წევრობაზეა დაფუძნებული. დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე, რომ მიიღოს ულიმიტო წვდომა რესურსთან.
არის თუ არა შესაძლებელი გაწევრიანების გარეშე ტესტებზე მუშაობა?
კი, შესაძლებელია, თუმცა დღის განმავლობაში გარკვეული ლიმიტის ამოცანებზე.
რა უპირატესობა აქვს გაწევრიანებას?
მშობლის ან მეურვის ინიციატივით ბავშვის გაწევრიანების შემთხვევაში, მას ეძლევა საშუალება თემებისა და უნარების მიხედვით დაყოფილ ტესტებსა და ამოცანებზე შეუზღუდავად იმუშაოს. წევრისთვის (ვებ გვერდზე რეგისტრაციის ფორმის შევსების და საფასურის გადახდის შედეგად) სისტემა შეინახავს პროგრესს, დაიმახსოვრებს ამოხსნილი ამოცანების რაოდენობას, სწორ და არასწორ პასუხებს, შეინარჩუნებს მიღწეულ ქულებს, რათა დაუბრუნდეთ კონკრეტულ უნარს მათემატიკაში და დააგროვოთ საჭირო 100 ქულა, რომ გახდეთ უნარის და შემდეგ კი საფეხურის ლოგიკსთარი. გაწევრიენების შემთახვევაში ასევე მიიღებთ ყოველკვირეულ ანგარიშს სისტემაში მუშაობის თაობაზე, რომ გაიგოთ თუ რა დრო დაჰყო ბავშვმა ამოცანების ამოხსნაზე კონკრეტულ პერიოდში და რომელ უნარებში უფრო მეტი მუშაობა ესაჭიროება. გარდა ამისა, წევრს საშუალება აქვს შექმნას საკუთარი პროფილი და გადახედოს მუშაობის სტატისტიკას. (მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული ⇒ როგორ მუშაობს)
რას გულისხმობს ქულები და ვაშლები?
ამოცანები დაყოფილია საფეხურების, თემებისა და უნარების მიხედვით. ჩვენი რესურსის მიზანია დავეხმაროთ ბავშვს უნარების გაუმჯობესებაში. სპეციალურად შექმნილი ალგორითმი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამოცანების მრავალფეროვნებას მათემატიკურ რესურსში, ასევე სპეციალური მეთოდოლოგიით ითვლის ქულებსა და ვაშლებს. 100 ქულის დაგროვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მოცემულ უნარს ბავშვი კარგად ფლობს და შეუძლია სხვა უნარებზე გადავიდეს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტ უნარში დააგორვებს 100 ქულას, ანუ გახდება ამ უნარის ლოგიკსთარი, მით უფრო მეტი წახალისება ელის მას. წიგნიერების მიმართულება ოდნავ განსხვავებული მიდგომით ითვლის ქულებსა და ვაშლებს, რადგან მეთოდოლოგია ტექსტებს შორის გამჭოლი უნარებისგან შედგება. მათემატიკასა და წიგნიერებაში დაგროვებული ვაშლები პროფილზე არსებულ ერთიან კალათაში იყრის თავს და მოტივაციის გაზრდის მიზნით გამოიყენება. მათემატიკის და წიგნიერების საფეხურების ჩამონათვალში გამოტანილია პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს თუ რა მოცულობით აქვს დაძლეული ბავშვს შესაბამისი საფეხური. პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია და დამოკიდებულია საფეხურში უნარების/ტექსტების მატებასა და ბავშვის მიერ შესრულებული დავალებების რაოდენობაზე. (მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული ⇒ ანგარიშები)
რამდენია წევრობის საფასური?
ლოგიკმეტრი არ აწესებს საფასურს კონკრეტული ტესტებისთვის. თქვენ იხდით საწევროს პერიოდის მიხედვით და შეუზღუდავი წვდომა გაქვთ ნებისმიერი საფეხურის, თემის და უნარის ამოცანებთან შესაბამისი ვადით. ერთი ბავშვისთვის საბაზისო საწევრო მხოლოდ მათემატიკის რესურსზე წვდომისთვის თვეში შეადგენს 24,99 ლარს. 6 თვიანი ან 1 წლიანი წევრობის შემთხვევაში საწევროს გადასახადი მცირდება თვეზე დაანგარიშებით. მათემატიკისა და წიგნიერების ერთდროულად არჩევის შემთხვევაში საწევროს გადასახადი ორმაგის ნაცვლად მხოლოდ მცირედით იზრდება. თითოეულ ოჯახში ყოველი მომდევნო ბავშვის წევრობის საფასური შეადგენს 50%-ით ნაკლებს. სკოლებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზებების სქემა. (მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული ⇒ გაწევრიანება) ჩვენი მისიაა მინიმალური საფასურის სანაცვლოდ წევრებს მაღალი ხარისხის, ინტერაქტიული და სახალისო რესურსი შევთავაზოთ, რომ ავამაღლოთ მოზარდი თაობის ინტერესი სწავლისადმი და შევუქმნათ დამატებითი მოტივაციის საფუძვლები. ამიტომაც გრძელდება ახალი საფეხურების, თემების და უნარების დამატებაზე ინტენსიური მუშაობა. ლოგიკმეტრში პროფესიოანლთა დიდი ჯგუფია ჩართული. ყველანი ერთად ვფიქრობთ განათლების ინოვაციურ და საინტერესო მეთოდებზე, ალგორითმის დახვეწასა და ტექსტების არეალის გაფართოებაზე, რადგან წევრების უნარების განვითარების მისიას უკეთესად მოვემსახუროთ.
როგორ გადავიხადოთ წევრობის საფასური?
გადახდის მიზნით, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და აირჩიოთ სერვისები. თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, ეწვიეთ თქვენს პროფილს, რათა იხილოთ საწევროს საფასური ან ხელახლა აირჩიოთ სასურველი სერვისები. ამის შემდეგ საფასურის გადახდას 2 გზით შეძლებთ:
1 - გაიარეთ ავტორიზაცია, შედით თქვენს პროფილში, VISA და MASTERCARD ბარათებით გადაიხადეთ საფასური, რომელსაც სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ.
ან
2 - საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებზე (Express Pay) აირჩიეთ სექცია „სხვა“, მოძებნეთ ლოგიკმეტრი და შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის ნომერი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში.
შეგახსენებთ, რომ 1 წლიანი წევრობის შემთხვევაში თქვენ მნიშვნელოვან დანაზოგს გააკეთებთ, ხოლო ბავშვს ულიმიტო წვდომა ექნება რესურსზე ხანგრძლივი დროით.
ვისთვის შეიძლება გახდეს ცნობილი ტესტების შედეგები?
მოზარდის მიღწევებზე ანგარიშები, რაც გეგზავნებათ ელექტორნულ ფოსტაზე, ან სტატისტიკა, რაც ინახება თქვენს პირად პროფილში, განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. თქვენვე შეგიძლიათ გააზიაროთ შედეგები სოციალური მედიის ან შიდა ქსელის საშუალებით, ან თქვენს პროფილზე. წევრის თანხმობის გარეშე ინფორმაცია არ მიეწოდება არავის. გარდა ამისა, კომპანია თქვენს სარეგისტრაციო და საკონტაქტო მონაცემებს იყენებს მხოლოდ სერვისების გაუმჯობესების, თქვენთან კომუნიკაციისა და მარკეტინგული ინფორმაციის მოწოდების მიზნით. (მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული ⇒ რესურსის გამოყენების პირობები)
შესაძლებელია თუ არა წევრობის შეწყვეტა?
იმ შემთხვევაში თუ არ იქნებით კმაყოფილი და ამას თქვენ განსაზღვრავთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ წევრობა და დაიბრუნოთ გადახდილი თანხა, რაც გადაანგარიშდება დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ჩვენთვის საპასუხო თხოვნა იქნება მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი რესურსი და სერვისები, რომ კვლავ გიხილოთ ლოგიკმეტრის წევრად. ჩვენი გუნდი გულწრფელად მოისმენს თქვენს ყველა აზრს. ჩვენ გვინდა ბავშვებს შევუქმნათ გარემო, სადაც განვითარების უკეთესი შესაძლებლობა ექნებათ - აი ეს არის ჩვენი მოკრძლებული მისია.
________________________________________________________________________________________________________________________
თუ ამ პასუხებისა და საიტის სხვა ველებზე არსებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენ მაინც გაქვთ კითხვები, მოხარული ვიქნებით თუ დაგვიკავშირდებით.
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229