მესამე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ნაპოლეონ ბონაპარტი)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ცნობილი ადამიანები (ნაპოლეონ ბონაპარტი)

მსოფლიო ისტორიამ მრავალი დიდი პიროვნების შესახებ შემოგვინახა საინტერესო ცნობები. ერთ-ერთი, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ისტორიაში, ნაპოლეონ ბონაპარტი იყო.

იგი დაიბადა იტალიის სიახლოვეს, ერთ მთიან, მზიან, მაგრამ ღარიბ კუნძულ კორსიკაზე. ნაპოლეონის ნამდვილი იტალიური გვარი ბუონაპარტე იყო. მას ოფიცრობისთვის ამზადებდნენ, ამიტომ მამამ იგი 10 წლის ასაკში საფრანგეთის სამხედრო სკოლაში სასწავლებლად გაგზავნა.

ნაპოლეონი ხშირად გულჩათხრობილი და სევდიანი იყო და სკოლის ამხანაგებთან თამაშს თავს არიდებდა. სკოლაში ერთი კუთხე ჰქონდა ამოჩემებული. იქ ხშირად შეიყუჟებოდა ხოლმე და ოცნებობდა. ამხანაგები ამ ადგილს ეცილებოდნენ,  ის კი არ თმობდა და თავის უფლებას თავგამოდებით იცავდა.

17 წლის ასაკში ნაპოლეონს უკვე უმცროსი ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. რაკი იგი ძალიან ტანმორჩილი იყო, მას მეტსახელად ,,პატარა კაპრალი’’ შეარქვეს. იგი ძალიან ბევრს კითხულობდა და შესანიშნავი მეხსიერების წყალობით ყველაფერს ადვილად იმახსოვრებდა.

25 წლის ასაკში ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის მან გენერლის წოდება მიიღო. ნაპოლეონი, როგორც ვიცით, ფრანგულ ჯარში მსახურობდა, ამიტომ, ამიერიდან თავის გვარს ფრანგულ ყაიდაზე წარმოსთქვამდა და ,,ბონაპარტად’’ მოიხსენებდა.

ნაპოლეონმა თავისი წარმატებული ომებით საფრანგეთს დიდება და პატივი მოუპოვა. მისი იტალიური წარმოშობის მიუხედავად, ფრანგები ნაპოლეონს ეროვნულ გმირად მოიხსენიებენ.

იგი გარდაიცვალა 1821 წელს წმინდა ელენეს კუნძულზე ყველასაგან მიტოვებული. 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: