მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

კავალერ პომიდორი ყურადღებით აკვირდებოდა ძია გოგრას. თანაც მუქარით აქნევდა თავს, ოღონდ უსიტყვოდ.
საბრალო ძია გოგრას ის ერჩივნა, თავის სახლიანად მიწა გასკდომოდა.
ძია გოგრამ თვალები დახუჭა და გაიფიქრა: „აი, პომიდორი აღარ არსებობს. მე და ჩემი სახლი ვიქეცით მეზღვაურად და ნავად წყნარი ოკეანის შუაგულში. ზღვის წყალი ლურჯი და წყნარია, აკვანივით გვარწევს. ოჰ, როგორ გვარწევს... აქეთ და იქით... აქეთ და იქით...“
ეჰ, რის წყნარი ოკეანე! რა ატლანტის ოკეანე! ეს კავალერ პომიდორი იყო, რომელსაც ხელი ჩაევლო სახურავის დირისათვის და აქეთ-იქით არხევდა ისე, რომ კრამიტები ცვიოდა.
ძია გოგრამ თვალები გაახილა. პომიდორი კი ამ დროს მრისხანედ იღრინებოდა.
- ქურდო! - ღრიალებდა პომიდორი. - ყაჩაღო! შენ ააგე სახლი მიწაზე, რომელიც გრაფ ალ’უბალთა საკუთრებაა!
- თქვენო აღმატებულებავ! - ჩიფჩიფებდა ძია გოგრა. - გარწმუნებთ, რომ სახლის ამ ადგილას აშენების ნებართვა დიდი გრაფ ალ’უბალის ხელიდან მივიღე.
- დიდი გრაფი ალ’უბალი ოცდაათი წლის წინათ მოკვდა. ნათელი დაადგეს მის კურკას. მიწა ახლა გრაფინიებს ეკუთვნის და შენ კი აქაურობას უნდა გაეცალო. 
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი