მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #8)

ერთხელ სახლობანა ვითამაშეთ. იუნასი ვითომ მამა იყო, მე - დედა, ლოტა კი - შინამოსამსახურე, სახელად - მაიკენი.
- ახლა მამა პატარას გაასეირნებს! - გამოაცხადა იუნასმა და საბავშვო ეტლი დეიდა კაისას ერთი ციდა თოჯინით ბაღში გააგორა.
- მე კი სამზარეულოს გავხეხავ! - წამოიძახა ლოტამ.
- არა, ჯერ ყველი უნდა ამოვიყვანოთ, - ვუთხარი მე, რადგანაც მე ვიყავი დედა და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებდი.
- არავითარი ყველი, სანამ სამზარეულოს არ დავალაგებ! - დაიჟინა ლოტამ.
მე და იუნასი გავბრაზდით და ლოტას განვუცხადეთ, რომ არ ვათამაშებდით, თუ ისე არ მოიქცეოდა, როგორც ჩვენ ვეტყოდით. ჰოდა, შევუდექით „ყველის ამოყვანას“. მაყვალი და ჟოლო გავახვიეთ ცხვირსახოცში და კარგად გავწურეთ, ისე, რომ ცხვირსახოცში მხოლოდ პატარა და ძალიან მჟავე, მშრალი ბურთულები  დარჩა.
- ახლა მაინც ხომ შემიძლია სამზარეულოს დალაგება? - იკითხა ლოტამ, როცა „ყველის ამოყვანას“ მოვრჩით, და ბებიას სამზარეულოსკენ გაიქცა წყლის მოსატანად.
 
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი