მეშვიდე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #47)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #47)

მართალია, ბიოლოგები ჯერ კიდევ შეისწავლიან ცხოველთა სხვადასხვა სახეობისა თუ მოზრდილი ჯგუფის ცხოველთა ურთიერთკავშირებს, მაგრამ თანხმდებიან, რომ ახლოს მონათესავე ცხოველები ერთ ჯგუფში ერთიანდებიან. თითოეული ჯგუფი კი ქვეჯგუფისგან შედგება. მაგ., უხერხემლო ცხოველების ჯგუფში შედიან: ღრუბლები, კანეკლიანები, მოლუსკები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები.

უხერხემლოებს ისეთ ცხოველებს უწოდებენ, რომლებსაც ხერხემალი არ გააჩნიათ. დედამიწის პირველი ბინადარი ცხოველები სწორედ უხერხემლოები იყვნენ და 700 მოლიონი წლის წინათ ოკეანეში ცსოვრობდნენ. დღეს დედამიწაზე არსებული ცხოველების 95% უხერხემლოა. ისინი 20-ზე მეტ განსხვავებულ ჯგუფში ერთიანდებიან, დაწყებული მწერებით, მედუზებით დამთავრებული.

ღრუბლები შეიძლება დედამიწის პირველი უხერხემლოები იყვნენ. ღრუბლის სხეულში, რომელსაც ფორები (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხვრელს. მათი საშუალებით ნივთიერებები გადაადგილდებიან უჯრედებში.) აქვთ, წყალი შეედინება, საიდანაც საკვებ ნივთიერებებს კონუსური უჯრედები შეიწოვენ.

ანემონები, რომლებიც ძირითადად ტროპიკულ ან სუბტროპიკულ წყლებშია გავრცელებული, ხშირად მცენარეები ჰგონიათ. არადა ისინი ხორცისმჭამელი ცხოველები არიან.

ზღვის ფსკერზე კანეკლიანი უხერხემლო ცხოველებიც ბინადრობენ. ამ ჯგუფის ბევრ წევრს, მაგალითად, ზღვის ზღარბებს კანი ბასრი ეკლებით აქვთ დაფარული. სხვებს კი, მაგ., ზღვის ვარსკვლავებსა და ზღვის კიტრებს მტკიცე ფირფიტები ფარავს. ხშირ შემთხვევაში კანეკლიანებს პირი სხეულის უკანა ნაწილის შუა ადგილას აქვთ მოთავსებული.

უხერხემლოთა მეორე დიდი ჯგუფი მოლუსკების 100 000-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. მოლუსკების უმეტესობას მტკიცე ნიჟარა აქვთ. ლოკოკინები ყველაზე გავრცელებული ხმელეთის მოლუსკები არიან. ზოგ სახეობას, მაგალითად, ლოქორებსა და ზღვის თავფეხიანებს, ნიჟარა არ გააჩნიათ.

ყველაზე დიდი ზომის უხერხემლოები თავფეხიანები არიან. ესაა მოლუსკების ჯგუფი, რომელსაც რვაფეხები, კალმარები და მელანთევზები მიეკუთვნებიან. მათი სხეულის დიდი ნაწილი მანტიაა, მოქნილ საცეცებს კი მისაწოვრები ფარავს. რვაფეხას რვა ფეხი აქვს, ზოგ თავფეხიანს კი 90-ზე მეტი.

გარდა მწერებისა, ფეხსახსრიანთა ჯგუფი მოიცავს ობობებს, კიბოსნაირებსა (ომარებსა და კიბორჩხალებს) და მრავალფეხიანებს (ყბაფეხებსა და ორწყვილფეხებს). მათ ყველას რამდენიმე ნაწილიანი, სახსრებით შეერთებული ფეხები აქვთ.

უხერხემლო ცხოველთა ჯგუფში ჭიებიც შედიან. სამყაროში მრავალნაირი ჭია არსებობს: ბრტყელი, მრგვალი, რგლოვანი... ყველაზე დიდები რგლოვანი ჭიები არიან. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჭიაყელები, წურბელები და ხშირჯაგრიანი ჭიები. მათი სხეული მრავალი ნაწილისგან შედგება. ზოგი მათგანი დედამიწის ბინადართა შორის უგრძესია და 50 მეტრს აღწევს, ზოგი მრგვალი ჭია ცხოველის სხეულში ცხოვრობს.

 

 

 

 

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: