მეხუთე საფეხური
» სხვადასხვა (იეროგლიფი)

სხვადასხვა (იეროგლიფი)

იეროგლიფი ისეთ დაწერილს ნიშნავს, სადაც ასოების ან სიტყვების ნაცვლად ნახატები და სხვა ნიშნებია გამოყენებული.

 

მაგალითად,  იხატება წრე   O, მკითხველმა კი უნდა წაიკითხოს – მზე!

იეროგლიფებს სულ თავიდან, უძველესი დროიდან იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ჩინელები, იაპონელები.

 

ძველად ეგვიპტელები წერდნენ და კითხულობდნენ ხან მარჯვნიდან მარცხნივ, ხან მარცხნიდან მარჯვნივ.  კითხვის მიმართულებას აუცილებლად მიანიშნებდა ის, თუ რომელ მხარეს ჰქონდა შებრუნებული თავი ადამიანის, ცხოველის ან ფრინველის აღმნიშვნელ იეროგლიფს.

 

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ იეროგლიფები სიბრძნის ღმერთმა, თოტმა შექმნა.

ჩინეთში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც უხსოვარ დროს ბრძენმა იმპერატორმა იეროგლიფების მსგავსი ნიშნები დრაკონის სხეულზე შენიშნა. იმპერატორი ყვითელი მდინარის (ხუანხეს) პირას სეირნობდა, როდესაც უზარმაზარი დრაკონი შენიშნა. ის დააკვირდა მის სხეულს და დრაკონის ფარფლებზე უცნაური ნიშნები დაინახა. მოგვიანებით იმპერატორმა ეს ნიშნები ჩახატა და ასე შექმნა დამწერლობა. ჩინურ დამწერლობაში 40 000-ზე მეტი იეროგლიფია.

 

საინტერესოა, რომ სიტყვები „ოჯახი“,  „მხნეობა“ და აგრეთვე  „ ჩაი“ ერთი და იგივე იეროგლიფით აღინიშნება.

 

სიტყვა იეროგლიფი ბერძნულია და ორი სიტყვისგან შედგება. იეროს ბერძნულად ნიშნავს წმინდას, საღვთოს, გლიფო კი ამოჭრას, ამოკვეთას.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: