მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ფენიქსი)

მითები და ლეგენდები (ფენიქსი)

ფენიქსი ეგვიპტური, ბერძნული და რომაული მითოლოგიის პერსონაჟია.

ამ მითებში აღწერილია ჩიტი, რომელიც გრძნობს საკუთარ აღსასრულს და თავს იწვავს მზის სხივების მეშვეობით, შემდეგ კი ფერფლისგან კვლავ აღდგება.

ფენიქსი არწივისხელა და არწივის მსგავსი ფრინველია. მისი ნისკარტი ვარდისფერია,  ყელი კი ცისარტყელას ყველა ფერით აქვს შემკული. ბუმბული ოქროსფერი აქვს.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა: „არსებობს უჩვეულო ფრინველი, რომელსაც სახელად ფენიქსს უწოდებენ. მე თვითონ არასდროს მინახავს ცოცხალი, მხოლოდ ნახატით ვიცნობ. ფენიქსი ეგვიპტეში ჩნდება 500 წელიწადში ერთხელ. იქაურების თქმით, ფენიქსი მაშინ მოფრინავს, როდესაც მამა მოუკვდება. მას მამის ნეშტი ჰელიოპოლისში, მზის ქალაქში, ტაძარში დასაკრძალად ჩამოაქვს. იერით ფრინველი არწივს ჰგავს“.

ძველი ბერძენი პოეტი კლავდიანი კი ფენიქსის სამშობლოდ ინდოეთს მიიჩნევს. ის წერს: „ფენიქსი ბერდება, თავს იწვავს, ფერფლიდან აღმდგარი ახლად იწყებს ცხოვრებას. ცეცხლზე დაჯდომის წინ ფენიქსი მიესალმება მზეს, მზეც თავს შეარხევს, ოქროს თმას გადაისვრის და ცეცხლიც ჩაღდება“.

ფენიქსი უკვდავების და განახლების სიმბოლოა. „ფენიქსივით დღეგრძელიაო“ - იტყვიან ადამიანზე, რომელმაც დიდხანს იცოცხლა და ბევრ განსაცდელს გაუძლო. 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: