მეხუთე საფეხური
» სხვადასხვა (ვაკიძაში და კატანა)

სხვადასხვა (ვაკიძაში და კატანა)

ვაკიძაში (იგივე ვაკიძასი) იაპონური მოკლე ხმალია. იაპონელი მებრძოლები ამ ხმალს ქამარზე იკიდებდნენ ისე, რომ ხმლის ვადა ხელის მტევნის გასწვრივ, ახლოს ყოფილიყო, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გამოეყენებინათ. სიტყვა ვაკიძაში ნიშნავს გვერდით გადახრილს. 

 

ხმლის სიგრძე 50-80 სანტიმეტრია, პირი მხოლოდ ცალ მხარეს აქვს გალესილი, ოდნავ მოხრილია და საგანს ზუსტად და სხარტად ჭრის. ხმალს ის ფორმა, რაც ახლა აქვს, დაახლოებით ათასი წლის წინ მისცეს იაპონელმა ოსტატებმა. საუკუნეების განმავლობაში ისინი ხვეწდნენ და აუმჯობესებდნენ უმცირეს ნაწილებსაც კი. საბოლოოდ მათ მიიღეს სრულყოფილი, უნაკლო იარაღი - მოსახერხებელი, მსუბუქი, მჭრელი და აგრეთვე, ხელოვნების ნიმუშივით მშვენიერი.

 

ვაკიძაშის მეომრები კატანასთან ერთად ატარებდნენ. კატანაც იაპონური ხმალია, ოღონდ ზომით შედარებით დიდი. ვაკიძაშის პირი კატანის პირთან შედარებით უფრო თხელია, თუმცა ტარი კატანას და ვაკიძაშის ერთნაირი აქვთ.

 

ხშირად ვაკიძაშის და კატანას ერთი ოსტატი აკეთებდა. ასეთი ხმლები იმით იყო გამორჩეული, რომ ოსტატი თავისი განუმეორებელი ხელწერით ასრულებდა სამუშაოს. ამგვარ წყვილს უწოდებდნენ „დაისიოს", რაც ნიშნავს მოკლეს და გრძელს. თუ კატანა და ვაკიძაში სხვადასხვა ოსტატის მიერ იყო დამზადებული, მათ „დაისიოსს" ვეღარ უწოდებდი.

 

ვაკიძაშიც და კატანაც საკმაოდ ძვირად ღირებული იარაღებია. მათი დამზადება ძვირი ჯდებოდა და ეს ხმლებიც მხოლოდ მდიდარი მეომრებისთვის იყო განკუთვნილი.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: