მეოთხე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ჰერაკლე)

მითები და ლეგენდები (ჰერაკლე)

ბერძნული თქმულების თანახმად, გმირი ჰერაკლე ზევსისა და საბერძნეთის ქალაქ მიკენის მეფის ასულის, ალკმენეს, შვილი იყო. ღმერთები და ადამიანები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ჰერაკლე ძლევამოსილ გმირად აღეზარდათ. ზევსმა მას თავისი ასული, ქალღმერთი ათენა, მიუჩინა მფარველად.

ჰერაკლე ბავშვობიდანვე ძლიერი იყო. ერთხელ მძინარე ჰერაკლესთან და მის ტყუპისცალთან  ქალღმერთმა ჰერამ ორი უზარმაზარი გველი შეუშვა. გველები ბავშვებს მიუახლოვდნენ, მაგრამ მოულოდნელად გამოღვიძებული ჰერაკლე სწვდა გველებს და დაახრჩო. ყველა გააოცა ერთი წლის ბავშვის ასეთმა ძალამ. იგი ყველასგან გამორჩეული ჭაბუკი დადგა.

თვრამეტი წლისამ უზარმაზარი იფანი მოგლიჯა და მისგან კომბალი გამოთალა. მხრებზე კი მოკლული ლომის ტყავი მოისხა. მან ქალაქ თებეში დაბრუნება გადაწყვიტა. გასამგზავრებლად ღმერთებმა გამოაწყვეს ჰერაკლე. მწყემსთა და მგზავრთა მფარველმა ღმერთმა ჰერმესმა მახვილი აჩუქა, ხელოვნების ღმერთმა აპოლონმა - მშვილდ-ისარი, ცეცხლის ღმერთმა და მჭედლების მფარველმა ჰეფესტომ ჯავშანი გამოუჭედა, სიბრძნის ქალღმერთმა ათენამ კი ტანსაცმელი შეუკერა. 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: