მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (პირველი ატლანტიკური კაბელი)

სხვადასხვა (პირველი ატლანტიკური კაბელი)

ადამიანები ყოველთვის ოცნებობდნენ გაეგოთ, რა ხდებოდა ამა თუ იმ ადგილას იმ დროს, როცა თვითონ იქ არ იმყოფებოდნენ. მაგალითად, ბანკირი ფიქრობს ინფორმაციაზე, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. პოლიტიკოსს სურს იცოდეს, როგორ ვითარდება მოვლენები მისგან დაშორებულ კრიზისულ რეგიონებში. გარდა ამისა, ადამიანებს უბრალოდ იმის ცოდნა აინტერესებთ, როგორ გრძნობენ თავს მათგან შორს მყოფი მეგობრები და ნათესავები. სწორედ ამისთვის შეიქმნა მე-19 საუკუნეში სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომელსაც ჯადოქრობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ბევრი თანამედროვესთვის მაინც უჩვეულო იყო. ლითონის მავთულის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ელექტროსიგნალებით ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაცემა, თანაც ისე სწრაფად, რომ მიუხედავად კაბელის სიგრძისა, თითქმის შეუძლებელი იყო დროის განსხვავების დადგენა ინფორმაციის გაგზავნასა და მიღებას შორის.

1858 წელს ასეთი კაბელი გაიყვანეს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ატლანტის ოკეანის ფსკერზე, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დაზიანდა. 1866 წელს იგივე გაიმეორეს, ოღონდ ამჯერად სხვაგვარი კაბელით. რამდენიმე ათასი კილომეტრი სიგრძის კაბელი იმ დროს უდიდეს ხომალდ „გრეიტ ისტერნში“ ჩადეს და ნელ-ნელა გაჭიმეს ოკეანის ფსკერზე. გემზე მოწყობილი იყო სამეცნიერო ლაბორატორია, სადაც მოწმდებოდა სამუშაოს ხარისხი. ამ კაბელმა საკმაოდ დიდხანს გაძლო. რამდენიმე წლის შემდეგ მთელი მსოფლიო სატელეგრაფო ქსელით დაიფარა, რომელიც დედამიწას გარშემო რამდენჯერმე შემოერტყმებოდა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: