მეოთხე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (კოლხური ხოხობი და ქართული ნაგაზი)

მსოფლიო საოცრებები (კოლხური ხოხობი და ქართული ნაგაზი)

დედამიწის ერთ-ერთი ულამაზესი ფრინველი - ხოხობი, საბერძნეთში კოლხეთიდან, მდინარე რიონის ნაპირებიდან შეიყვანეს, რის შემდეგაც ეს სახეობა მთელ ევროპაში გავრცელდა. თბილისის მკვიდრი ფრინველიც მეფე ვახტანგ გორგასლის ნანადირევი ხოხობი იყო, ამიტომაცაა, რომ თბილისის გერბს ხოხობის სიმბოლო ამშვენებს. სხვათა შორის, მსოფლიოს მაღალი კლასის რესტორნების საზეიმო მენიუში შედის ქართული ჩახოხბილი (რომელსაც ლექსიკონებში განმარტავენ, როგორც ქართულ კერძს). ძირითადად ორი სახეობის ხოხობი არსებობს - მწვანე, რომელიც იაპონიაში ბინადრობს და ჩვეულებრივი ანუ კოლხური, რომლის სამშობლო კავკასიაა. საოცარი სილამაზის გამო, ხოხობს „სამოთხის ფრინველსაც“ უწოდებენ.

 

6 ათას წელზე მეტია, რაც ქართული ნაგაზი არსებობს. ქართველები ბრძოლის დროსაც იყენებდნენ ქართულ ნაგაზებს, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ შემოსეულ მტერს, თუმცა მის ძირითად მოვალეობას ცხვრის მოვლა-პატრონობა წარმოადგენდა. ქართული ნაგაზი ძლიერი აღნაგობის, თავდაჯერებული, ერთგული და კეთილშობილია. მას სპეციალური წვრთნა და აღზრდა არ სჭირდება, ამ მხრივ, უნიკალურია მსოფლიოში. სიტუაციიდან გამომდინარე, იგი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და, თანაც ყოველთვის სწორს. ოჯახის წევრების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, უსაზღვროდ თბილია. ძალზე ამაყია, ყოველთვის პირველობს, ვერ იტანს უსამართლოდ დასჯას, ამავე დროს მიმტევებელია, არასდროს ჩაგრავს თავისზე სუსტს, უცხოებისთვის კი ძალზე საშიშია. ყველა ჯიშის ძაღლთან ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოდის. ქართული ნაგაზი მსოფლიოში ერთადერთი ჯიშის ძაღლია, რომელსაც მგელთან შერკინება შეუძლია და ხშირად ამარცხებს კიდეც.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: