მეოთხე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (არქტიკა)

პლანეტა დედამიწა (არქტიკა)

დედამიწის ჩრდილოეთი ოდითგანვე ცივ, უგზო და სიცოცხლისთვის საშიშ ადგილად ითვლებოდა. და მაინც, მე-16 საუკუნიდან სულ უფრო მეტი გემი მიიწევდა არქტიკისკენ. ისინი ძირითადად ვეშაპებსა და სელაპებზე მონადირენი იყვნენ.

საუკუნეების მანძილზე ინგლისელი და ჰოლანდიელი მეზღვაურები ოცნებობდნენ ჩრდილოეთიდან ინდოეთამდე მოკლე გზა ეპოვათ. მიუხედავად იმისა, რომ კანადური არქტიკის კუნძულებით სავსე გზებზე ცურვისას უამრავი ახალი რეგიონი აღმოაჩინეს, მთავარ მიზანს მაინც ვერავინ მიაღწია. ბევრი ექსპედიცია კი ყინულებში დაიღუპა.

პოლარულ რეგიონებში მეტად მტრული გარემოა, განსაკუთრებით აფრიანი გემებისთვის: ყინული ფარავს გემბანს, რაც აფრების აშვებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. შესაძლებელია, გემი აისბერგს დეაჯახოს. შეუმჩნევლად გაჩენილ ხვრელში შესული წყალი ღამით გაიყინოს და ვეღარ გადაადგილდეს. ხოლო თუ ამ ყველაფერს არქტიკული ზამთარიც დაემატა, გემის საქმე წასულია. ყინული თანდათან სქელდება და საბოლოოდ ხის კორპუსს ამსხვრევს. ეკიპაჟს ისღა რჩება, თავს გემიდან გაქცევით უშველოს.

გარდა ამისა, ზაფხულში მზე საერთოდ არ ჩადის, სამაგიეროდ, ნოემბრის პირველივე კვირიდან 100 დღის განმავლობაში არქტიკული ღამე გრძელდება. მზე მხოლოდ გაზაფხულზე ჩნდება. დღეს უკვე ვიცით, რომ ნანატრი გასასვლელები არსებობს, მაგრამ აქ გასავლელად ყინულმჭრელი გემია საჭირო.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: