მეოთხე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ანტუან დე სენტ ეკზიუპერი)

ცნობილი ადამიანები (ანტუან დე სენტ ეკზიუპერი)

„ - ისე მოვედი ჩემი ბავშვობიდან, როგორც რომელიმე ქვეყნიდან...“ - ამბობდა ცნობილი მწერალი ანტუან დე სენტ ეკზიუპერი.

ეკზიუპერი 1900 წლის 22 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, დაიბადა. 

პატარა ანტუანს უფროსებმა ურჩიეს მახრჩობელა გველების ხატვისთვის თავი დაენებებინა და გეოგრაფიის, ისტორიის, მეთემატიკისა და გრამატიკისთვის მოეკიდა ხელი. ექვსი წლისამ მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე უარი თქვა და სხვა პროფესია - თვითმფრინავების მართვა - ისწავლა. ყველაფერი მორისის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სტუმრობით დაიწო, სადაც პატარა ანტუანი თავისი ველოსიპედით ხშირად დადიოდა. 1912 წელს 12 წლის ასაკში ცნობილმა მწერალმა სწორედ აქ მიიღო „საჰაერო ნათლობა“. მფრინავი სახელმოხვეჭილი ჟიულვე დრინი იყო, რომელმაც პარიზიდან მადრიდში გადაფრენისას მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ბავშვობისას ხშირად პატარა ანტუანი თურმე ჩაფიქრებული დადიოდა და ცას გასცქეროდა. მეგობრებმა ბიჭის უცნაური ჩვევა მაშინვე შენიშნეს და ანტუანს (ტონიოს) „მთვარეული“ შეარქვეს.

ბავშვობისდროინდელი მოგონებები მუდამ თან დაჰყვებოდა მწერალს. ანტუანს ბავშვების სამყარო უფრო ხიბლავდა, ვიდრე დიდების და იქცა კიდეც პატარების საყვარელ მწერლად, ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“ ყველა ბავშვის საყვარელი წიგნია.  

აი, რას ამბობდა მწერალი: „დიდებს ციფრები უყვართ. როცა რომელიმე ახალ მეგობარზე უყვებით, არასდროს გეკითხებიან მთავარს. არასოდეს დაინტერესდებიან, როგორი ხმა აქვს, რისი თამაში უყვარს, პეპლებს თუ აგროვებს? აუცილებლად გკითხავენ: რამდენი წლისაა? რამდენი ძმა ჰყავს? რამდენი კილოა? მხოლოდ ამის შემდეგ მოეჩვენებათ, რომ ადამიანს იცნობენ. დიდებს რომ უთხრა: ლამაზი სახლი ვნახე, ფანჯრებში ნემსიწვერები ყვაოდა, სახურავზე კი მტრედები ჩამომსხდარიყვნენო - გაუჭირდებათ ასეთი სახლის წარმოდგენა.“

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: